არაჩვეულებრივი კერძი კოტლეტების ნაცვლად: სხვა რეცეპტებს დაგავიწყებთ. ზუსტად 15 წუთში ვუმკლავდები

1865

ვაფლის ფენები ნამდვილი მისწრებაა მათთვის, ვისაც კერძის მოსამზადებლად სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალის დრო არ აქვს. შესქელებული რძის კრემისა და ვაფლის ფენებისგან მომზადებული ტორტის შესახებ ყველამ იცის. მაგრამ რას იყტოდით ხორცის ნოყიერ კერძზე? “გასტრონომიას” შესანიშნავი იდეა აქვს – ვაფლის ფენების ჩებურეკები ზარმაცებისთვის.

ამ რეცეპტის მთავარი პლიუსი სწრაფად მომზადებაა, თანაც ულუფა საკმაოდ დიდი გამოდის. შიგთავსი კი შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი ინტერპრეტაციით: შემწვარი ქამა სოკო, კარტოფილის პიურე, ყველი, მოხარშული ბრინჯი.

ინგრედიენტები

  • 6 ც ვაფლის ფენა
  • 500 გრ საქონლის ფარში
  • 3 კვერცხი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1 ც ხახვი
  • 50 მლ რძე
  • ხმელი სუნელი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. ფარშში დაამატეთ დაჭრილი ხახვი, 1 კვერცხი, ხმელი სუნელი, მარილი, პილპილი. კარგად მოურიეთ.

2. ერთ ფენას წაუსვით რამდენიმე კოვზი ფარში. დააფარეთ მეორე ფენა. დაჭერით სენდვიჩ 6 ნაწილად. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ფენებთან.

3. ჩაასხით რძე თასში, დაუმატეთ დარჩენილი კვერცხები, მოურიეთ. ამოავლეთ ფარშიანი ფენები ამ მასაში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

მოამზადეთ რაც შეიძლება მეტი, რადგან ეს გემრიელი კერძი თეფშებიდან უმალვე გაქრება. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!