არაჟნის სწრაფი დესერტი: ასხამ ფორმაში, დგამ მაცივარში და ელოდები გაცივებას

2394

აუცილებელი არ არის, საათობით ამზადო დესერტი: გამოაცხო ფენები, მოამზადო კრემი, რთულად მორთო… არსებობს უგემრიელესი დესერტების მომზადების გაცილებით იოლი გზებიც – მაგალითად არაჟნისა და ხაჭოს ტორტი.

ორიგინალურ რეცეპტში ფორთოხალი გამოიყენება, რადგან მისი სიმჟავე შესანიშნავად ავსებს დესერტს. თუმცა შეგიძლიათ ის ნებისმიერი საყვარელი ხილით ჩაანაცვლოთ და ისიამოვნოთ ახალი გემოთი.

ინგრედიენტები

  • 120 მლ წყალი
  • 1 ს.კ. ჟელატინი
  • 200 გრ შაქარი
  • 700 გრ ხაჭო
  • 1 ც ფორთოხალი
  • ვანილის შაქარი გემოვნებით
  • 400 გრ არაჟანი
  • 50 გრ სიმინდის ფანტელი

მომზადება

1. დაასხით ჟელატინს ადუღებული გრილი წყალი და დადგით ცოტა ხნით.

2. შეურიეთ ხაჭო, არაჟანი, შაქარი და ვანილის შაქარი და კარგად მოურიეთ.

3. დაადნეთ ორთქლზე ჟელატინის მასა, ოდნავ გააცივეთ და დაუმატეთ ხაჭოსა და არაჟნის მასაში.

4. გათალეთ ფორთოხალი და დაჭერით მცირე კუბებად.

5. მოათავსეთ მასის მესამედი სილიკონის ფორმაში. ზემოდან მოათავსეთ ფორთოხალი, შემდეგ კვლავ ხაჭოს მასა. მოაყარეთ სიმინდის ფანტელი, დარჩენილი ხაჭოს მასა. შედგით მაცივარში 3 საათით.

ხაჭოს ტორტის ნაზი სტრუქტურა მართლაც აღაფრთოვანებს და როგორც ხედავთ, მარტივად მზადდება. ყველაზე რთული, ლოდინია, სანამ ის გაცივდება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!