ამ რეცეპტით გამომცხვარი ტორტის ბისკვიტი არასოდეს ჩაგივარდებათ

4806

დღეს გასტრონომია გთავაზობთ უგემრიელესი, ნაზი, ჰაეროვანი ბისკვიტის რეცეპტს, რომელიც აირღუმელიდან გამოღების შემდეგ არასოდეს ვარდება.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი – 15 ცალი
  • შაქარი – 350 გრამი
  • პურის ფქვილი – 400 გრამი
  • ლიმონი – 1 ცალი

მომზადების წესი: 

  1. 15 ცალი კვერცხისა და 350 გრამი შაქრისგან გამზადებულ გოგლიმოგლს ჩავახეხოთ ლიმონის კანი და ნელ-ნელა ჩავურიოთ თეთრი პურის ფქვილი, ზევიდან კი დავაწუროთ იგივე ლიმონი. შემდეგ შევურიოთ კვერცხების თეთრად ათქვეფილი ცილა, ყველაფერი ეს ფრთხილად ავურიოთ და გამოვაცხოთ ქაღალდდაფენილ, თუნუქის მრგვალ ყალიბში.
  2. ახლად გამომცხვარი ბისკვიტი უნდა გაცივდეს.
  3. გაცივების შემდეგ გავჭრათ შუაზე ქვედა ნაწილზე დავასხათ არომატიანი სიროფი, ზემოდან კი წავუსვათ კრემი; დავადოთ ზევიდან მეორე ნაწილი. როგორც ზემოდან, ისე გვერდებზეც წავუსვათ კრემი. შემდეგ სპეციალურ შპრიცში ან ძაბრისებრ ხვეულ ქაღალდში ჩავასხათ კრემი და მოვრთოთ ტორტი.
  4. ბოლოს შევალამაზოთ მურაბით ან ცუკატის ნაჭრებით.

კრემი შეგიძლიათ თქვენი სურვილით მოამზადოთ, ისეთი როგორიც გინდათ.