ხრაშუნა ცისფერი ყველის კრეკერები-მარტივი და განსაკუთრებული

1203
Garlic cheese, blue cheese crackers with sesame seeds on a dark wooden background. toning. selective Focus

ამ კრეკერის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცისფერი ყველი.

მდოგვის ფხვნილი – გამოიყენება კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში. იყიდება მზა.

კაიენის წიწაკა – ცხარე წიწაკაა. მისი უმსხვილესი დისტრიბუტორია ქალაქი კაიენა.

პოლენტა – იტალიური ფაფა. მზადდება სიმინდის ან წაბლის ფქვილისგან. იყიდება მზაც.

ცისფერი ყველი – ობიანი ყველი. ახასიათებს მძაფრი არომატი და გემო. არსებობს სხვადასხვა სახეობა. მზადდება ნადუღისგანაც. საქართველოში იწარმოება “ჯავახური ცისფერი” და “მონასტრული ცისფერი”.

ინგრედიენტები:

  • 150 გ თეთრი ფქვილი
  • 90 გ კარაქი
  • 1/4 ჩ.კ. კაენის წიწაკა
  • 1 ს.კ. პოლენტა
  • მარილი
  • 120 გ ყველი გორგონზოლა

მომზადების წესი:

  1. ფქვილი, კუბებად დაჭრილი კარაქი, მწიკვი მარილი, მდოგვის ფხვნილი, კაიენის წიწაკა, პოლენტა და დაფშვნილი ყველი ცომივით მოზილეთ. გააბრტყელეთ 25 სმ-ზე. დიამეტრი 6 სმ  ჰქონდეს. გადაახვიეთ პოლიეთილენის პარკში და მაცივარში 1 სთ გააცივეთ.
  2. ღუმელი წინასწარ გაახურეთ 190 გრადუსზე.
  3. ცომი 1 სმ სისქის წრეებად გამოჭერით, თუნუქის ფურცელზე ისე განალაგეთ, რომ მათ შორის მანძილი  2,5 სმ იყოს. თითო კრეკერს თითო ნაჭერი ყველი დაადეთ.
  4. აცხვეთ 10-15 წთ, ვიდრე ცომი ოქროსფრად შეიფერება და ყველს ბუშტუკები გაუჩნდება. მიირთვით გრილი. კარგია თეთრ ღვინოსთან.