თუ ვაფელნიცა არ გაქვთ ეს სულაც არ არის პრობლემა, რადგან მის გარეშეც შეიძლება ვაფლების მომზადება

2623
Empty waffle cones with vintage waffle-iron on table. Top view

ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, რომ ძლაინ მინდება რაიმე ტკბილი. ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება ვაფლი შედედებული რძით.

ვაფლი ტაფაზე

ვაფლებს ზალიან იშვიათად ვამზადებ, ამიტომაც ვაფელნიცა არ მაქვს სახლში. სულაც არ არის საჭირო შევიძინო ის ნივთი რომელსაც წელიწადშ იმხოლოდ სამჯერ გამოვიყენებ.

ამიტომაც ბევრი ცდების სემდეგ ვისწავლე ვაფლების ტაფაზე მომზადება. მომზადების პროცესი ძალიან გავს ბლინისას, მაგრამ ცომის კონსესტენცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გამოვიდეს საოცრად ხრაშუნა ზედაპირის მქონე ვაფლი.

თუ თქვენ ტაფას აქვს ფორმიანი ძირი, მაშინ ტქვენი ვაფლი გამოვა სწორედაც, რომ სარესტორნო ვარიანტი.

ინგრედიენტები

  • 240გ კარაქი
  • 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • ვანილი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად კვერცხს დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.

2.კვერცხის მასას დაუმატეთ გამღვალი კარაქი, ამავე მსას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი დავანილი. ცომი უნდა გამოგივიდეთ შედედებული რძის კონსისტენციის.

3.ვაფლები მოამზადეთ მშრალ, ოდნავ თბილ ტაფაზე. ცომი აიღეთ სუფრის კოვზით და დასხმის შემდეგ თანაბრად მოასწორეთ. თითოეული ვაფლი გამოაშრეთ ორივე მხრიდან, რამდენიმე წუთით.

4.გამოშრობის შემდეგ, იმ წამსვე დაახვიეთ ვაფლები, რადგან გაციების შემთხვევაში ვეღარ მისცემთ სასურველ ფორმას.

ჩვენ თქვენთვის შევარჩიეთ საუკეთესო შიგთავსების კრებული ვაფლებისთვის.

შიგთავსები ვაფლისთვის

  1. მოხარშული კრემი
  2. ხაჭო კენკრით
  3. კრემი განაში
  4. ჰაეროვანი კრემი ცილისგან
  5. ლიმონის კრემი

როგორც ხედვთ, ვაფლის ტაფაზე მომზადება სულაც არ არის რთული, უბრალოდ ამისათვის საჭიროა დრო და მოთმინება.

გემრიელად მიირთვით!