ჭარხალი ტყემალში – ქართული, ჯანსაღი და მარტივი სამარხვო სალათა

3623

ჭარხალს და მის ფოთლებს კულინარიასა და მედიცინაში ქართველები ძველთაგანვე იყენებდნენ. სულხან-საბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ჭარხლის რამდენიმე სახეობას ჩამოთვლის და მისგან დამზადებულ რამდენიმე კერძსაც ახსენებს. ჭარხალი ტყემალში იდეალური სამარხვო კერძია.

მოდით, ერთად მოვამზადოთ ეს ჯანსაღი და მარტივი კერძი.

ინგრედიენტები:

  • ჭარხალი – 350 გ
  • წითელი ტყემალი – 500 გ
  • ხმელი ქინძი – 12 გ
  • უცხო სუნელი – 12 გ
  • შაქარი 1 მწიკვი
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
  • წყალი – 100 მლ

მომზადების წესი:

  1. წითელ ტყემალს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წითელი წიწაკა, მარილი, შაქარი, წყალი და მოადუღეთ.
  2. ადუღებულ ტყემალში ჩაამატეთ გათლილი და თხლად დაჭრილი ჭარხალი. ადუღეთ, სანამ წყალი არ აორთქლდება. გააცივეთ და მიირთვით.