წვნიანი და მკვრივი მწვანე პომიდვრის მწნილის რეცეპტი

3542

მწვანე პომიდვრის მწნილის მომზადება ძალიან მარტივია და მისი გამეორება საშინაო პირობებშიც შეგიძლიათ.

მეტიც, იგი ჩვეულებრივ კონსერვაციაზე ბევრად უკეთესია, რადგან არ არის საჭირო ცხელი მარილწყალი, პომიდვრები არა ნაკლებ გემრიელი და წვნიანი გამოდის, ამასთან, ასე მომზადებული ბოსტნეული ბევრად უფრო მეტ სასარგებლო ნივთიერებას ინახავს.

როგორ დავამწნილოთ მწვანე პომიდორი

პომიდვრის მწნილის მოსამზადებლად მწვანე პომიდვრები იდეალურია, რადგან ისინი საკმაოდ მკვრივია და კარგად ინარჩუნებს ფორმას.

ინგრედიენტები

  • 4-6 კგ მწვანე პომიდორი
  • 3-4 ც პირშუშხას ფოთოლი
  • 10 ც ალუბლის ფოთოლი
  • 5-6 ც დაფნის ფოთოლი
  • 2-3 თავი ნიორი
  • რამდენიმე ღერო ტარხუნა
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ნიახური
  • 1 ს.კ. ქინძის თესლი
  • 1 ს.კ. მდოგვის თესლი
  • 1 ც ცხარე წიწაკა (სურვილისამებრ)
  • 1 ჩ.კ. პილპილის ნაზავი
  • 3,5 ს.კ. მარილი 1 ლ წყალზე
  • თავსახურიანი პლასტმასის სათლი

მომზადების წესი

1. სათლის ფსკერზე მოათავსეთ ნიახურის ყლორტები, ცოტაოდენი კამა, პირშუშხას, ალუბლის და ტარხუნას ფოთლები.

2. დააცალკევეთ ნიორი და გაურჩეველი ჩაყარეთ სათლში. დაუმატეთ ქინძის და მდოგვის თესლი, ერთი ცალი ცხარე წიწაკა და პილპილის მარცვლების ნაზავი.

3. მჭიდროდ ჩაალაგეთ პომიდორი ერთ რიგად, შემდეგ კამა, ნიახური, ნიორი და პირშუშხა მოათავსეთ, კვლავ პომიდორი და ასე გააგრძელეთ, სანამ სათლი ბოლომდე არ გაივსება. დიდი ზომის პომიდვრები სასურველია უფრო ქვეშ დაალაგოთ.

4. მოამზადეთ მარილწყალი შემდეგი გათვლით: 1 ლ ცივ წყალზე გამოიყენეთ 3,5 ს.კ. მარილი. კარგად მოურიეთ, სანამ მარილი მთლიანად არ გაიხსნება.

5. მიღებული ხსნარი დაასხით პომიდვრებს.

6. სათლს დაახურეთ ლანგარი, მასზე კი სიმძიმე დადეთ (მაგალითად, წყლით სავსე 3 ლიტრიანი ქილა).

7. პომიდვრები ოთახის ტემპერატურაზე, ასეთ მდგომარეობაში 2 კვირის განმავლობაში უნდა გააჩეროთ. ამის შემდგომ, უმჯობესია პომიდვრის მწნილი ცივ ადგილას შეინახოთ, სარდაფში ან აივანზე.

8. გემრიელი მწვანე პომიდვრის მწნილი მზადაა. ისინი იდეალურია, როგორც წასახემსი, ისე მთავარი კერძის დამატება. გემრიელად მიირთვით!