ცხვრის ხორცის ლავაშურა თუშურად

ეს უძველესი და  მადისაღმრძვრელი კერძი თუშეთში დღესაც პოპულარულია. ცხვრის ხორცის ლავაშურა-ჩაინიშნეთ რეცეპტი.

ინგრედიენტები:

  • ცხვრის ხორცი – 500 გ
  • ხახვი – 2-3 თავი
  • კვერცხის – 2 ცალი
  • ხორბლის ფქვილი – 100 გ
  • ყვითელი კოჭა 1 ჩაის კოვზი
  • ერბო – 50 გ
  • კარაქი – 20-30 გ
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცხვრის ბარკლის რბილი ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ თხლად, დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი და ნაპირები ისე შევუკეცოთ, რომ მრგვალი ფორმა მიიღოს.
  2. მიღებულ გუნდებს წავუსვათ დანაყილი ხახვი, მოვაყაროთ დაფქული კოჭა, ამოვავლოთ ჯერ წინასწარ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი ხორბლის ფქვილში და გავაბრტყელოთ.
  3. გამზადებული ლავაშურები შევწვათ ტაფაზე ერბოში.
  4. ზევიდან დავასხათ გამდნარი კარაქი და სუფრაზ მივიტანოთ ცხლად.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი