ცხელი სასმელი, რომელიც გაგაძლიერებთ და ენერგიით აგავსებთ

1028
Jar of herbal tea and cookies on table

შემოდგომა, წელიწადის ნამდვილად მშვენიერი დროა. ზაფხულის სიცხეები უკან მოვიტოვეთ, ხოლო ფოთლები შეიღებნენ წითლად და ყვითლად. საზაფხულო მოსაბეზრებელ შორტებს შეგვიძლია თავი დავაღწიოთ და ავირჩიოთ უფრო საინტერესო ტანის სამოსი. ბუნება ნელ-ნელა ემზადება ზამთრისათვის, ჩვენც ბუნების მსგავსად ვემზადებით ზამთრისთვის და უკვე სამზარეულოს მაგიდაზე ვხვდებით სეზონური კერძებსა და ცხელ სასმელებს.

ერთერთი შემოდგომის საჩუქარია მოლეული ღვინო. სასმელი, რომელიც გაგითბობთ სულსაც და სხეულსაც. ზოგჯერ დამამშვიდებელი, ზოგჯერაც კი გამაძლიერებელი, მაგრამ ყოველთვის ხასიათის ამმაღლებელი.

ამ სასმისის ისტორია ძველი რომიდან იღებს სათავეს. იმ დროებში სანელებლების კერძში ან მითუმეტეს სასმელში დამატება მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ, ამიტომაც ღარიბი მოსახლებისაგან მიუწვდომელი იყო სანელებლები.

რომაელები ამ სასმელს არ აცხელებდნენ, ამიტომაც თვითონ სანელებლები საოცარის გემოს გარდა არ აძლევდნენ სასმელ გაფუჭების საშუალებას. იდეალურია შორეული მოგზაურობებისათვის ან უბრალოდ დიდხანს შენახვისათვის.

თანამედროვე ტემპერატურა და გრადუსი მოლეულმა ღვინომ შუა საუკუნეების პერიოდში შეიძინა, კერძოდ ჩრდილოეთ ევროპასა და ბრიტანეთში. საინტერესო ამზადებდნენ თუ არა მას იგივე მეთოდებით.

ამ საოცარი ნაყენის მომზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. ამ რეცეპტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ თქვენს ფანტაზიას მიენდოთ, მაგრამ ბევრი ინგედიენტების დამატება მის ნამდვილ გემოს სამწუხაროდ გააფუჭებს.

ინგრედიენტები

  • 10-12 ცალი კარკადე
  • 750მლ ადუღებული წყალი
  • 5-7 ნაწერი ჯანჯაფილი
  • 5 ცალი მიხაკი
  • 1 ჯოხი დარიჩინი
  • 2-3 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადება

1.დროა მოამზადოთ ცხელი შედევრი. ერთმანეთს აურიეთ კარკადე, მიხაკი და დარიჩინი. მათ დაუმატეთ დაჭრილი ჯანჯაფილი.

2.სანელებლებს დაასხით ადუღებული წყალი და თბილად შეფუთეთ, რათა ყველა ინგრედიენტმა შეიწოვოს ცხელი წყალი. ამ მდგომარეობაში გააჩერეთ ერთი საათის განმავლობაში.

3.მიღებული სითხე გაფილტრეთ და დაუმატეთ თაფლი. სასმელი მზადარის!

არ ააქვს მნიშვნელობა, სად ჩაასხამთ თქვენ ამ არომატულ სასმელს, მისი მირთმევა შეუძლიათ ბავშვებსაც და უფროსებსაც. მოამზადეთ ეს სასმელი და გაახარეთ ოჯახის წევრები. სიამოვნებით მიირთვით და გაუღიმეთ შემოდგომის მზეს.

იმედი მაქვს მოგეწონათ ეს საოცარი რეცეპტი!