ცხელი ვინეგრეტი

0
132

კლასიკური ვინეგრეტი ალბათ ყველას გაგისინჯავთ. სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული სალათი განსაკუთრებით პოპულარულია ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმს სჭირდება ვიტამინები. ასევე მას ამზადებენ სააღდგმოდაც.

დღეს ჩვენ ამ საყვარელი კერძის ახალ ვარიანტს გთავაზობთ – ცხელი ვინეგრეტი. თუ თქვენ კარტოფილის ნაცვლად გამოიყენებთ გოგრას მაშინ კერძი ნამდვილად საუცხოო გახდება. იდეალურია კარგი და ლამაზი ფიგურისთვის.

ინგრედიენტები

  • ჭარხალი 300გ
  • სტაფილო 200გ
  • გოგრა 250გ
  • ხახვი 100გ
  • მწნილი კიტრი 100გ
  • მზესუმზირის ზეთი 15გ
  • კამა 20გ
  • წიწაკების ნარევი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ხახვი დაჭერით რგოლებად და მოათავსეთ ცეცხლგამძლე ფორმის ძირზე. ჭარხალი და სტაფილო გასუფთავების შემდეგ დაჭერით გრძლად.

2.ფორმაში მოათავსეთ ერთი ფენა ჭარხალი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით მცენარეული ზეთი. იგივე გააკეთეთ სტაფილოსათვისაც.

3.გოგრა დაჭერით კუბიკებად, დაამარილეთ და ზემოდან დაალაგეთ ბოსტნეულს. დააფარეთ ფოლგა ან თავსაფარი.

4.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი. ბრტყელ თეფშზე ფრთხილად ამოაპირქვავეთ ცხელი ვინეგრეტი.

5.კიტრი დაჭერით რგოლებად ან ნახევარ რგოლებად, დაჭერით კამა და ვინეგრეტს მოაყარეთ ზემოდან.

მზა სალათი არ საწიროებს, რაიმე ინგრედიენტის დამატებას, ზეთი და თავისი წვენი სრულიად საკმარისია. კერძი გამოდის ძალიან ფერადი და ძალიან უხდება ხორცეულს.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი