ცომის ხვეულები საფუარით და რძით

1140

ცომის ხვეულები გულგრილს არავის დატოვებს, მისი მომზადების ორი მარტივი მეთოდი არსებობს.

ცომის ხვეულები მარგარინით და რძით გამოდის საოცრად გემრიელი. ცომი გარედან ხრაშუნაა, ხოლო შიგთავსი ბუმბულზე რბილია, მითუმეტეს მათი მომზადება უმარტივესია. მოზილეთ ცომი, გააბრტყელეთ, გაყავით 8 ნაწილა, მოატავსეთ შიგთავსი და გამოაცხვეთ.

ინგრედიენტები აპარასთვის 

  • 1 ჭიქა რძე
  • 50გ საფუარი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი

ინგრდიენტები ცომისთვის

  • 750გ ფქვილი
  • 1 შეკვრა მარგარინი
  • 2 კვერცხი
  • 3-4 სუფრის კოვზი შაქარი
  • შაქრის ფხვნილი მოსაყრელად

 

მომზადება

1.მოამზადეთ აპარა საფუარით, შაქრით და თბილი რძით. დაელოდეთ 15-20 წუთი მის ამოსვლას.

2.სხვა ჯამში ჩაყარეთ 650გ ფქვილი და დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის მარგარინი. კარგად მოურიეთ.

3.დაუმატეთ შაქარი და 1 კვერცხი, მოურიეთ და დაუმატეთ აპარას მასას, მოზილეთ ფქვილის დამატებით. ცომი უნდა გამგივიდეთ ელასტიური. ჩემმა ცომმა 100გ ფქვილი დაიმატა.

4.ცომი გაყავით  ნაწილებად და თითოეული მრგვლად გააბრტყელეთ.

5.რგოლი გაყავით 8 ნაწილად.

6.თითოეულზე მოათავსეთ თქვენთვის საყვარელი შიგთავსი.

7.გადაახვიეთ და დაელოდეთ 20 წუთი.

8.ზემოდან წაუსვით კვერცხი.

9.გამოაცხვეთ 15-20 წუთი 160-170 გრადუსზე.

10.ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

11.უგემრიელესი ხვეულები შიგთავსით მზად არის. მე 58 ცალი გამომივიდა. გემრიელად მიირთვით!

რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? აუცილებლად მოეწონება ყველას.