ყაბაყისა და პეკანის ნამცხვარი განსაკუთრებული ბისკვიტით

0
570

ყაბაყი მსოფლიოს მრავალ კუთხეშია გავრცელებული. იგი ნამცხვარს განსაკუთრებულ სინოტივეს სძენს, როგორც სტაფილო. მას როგორც ადრიან, ისე გვიან საუზმეზე მიირთმევენ.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის: 

  • 375 გ თეთრი ფქვილი
  • 2 ½ ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული მუსკატის კაკალი
  • 250 გ  კარაქი
  • 200 გ მუქი ყავისფერი შაქარი
  • 3 კვერცხი, ოდნავ ათქვეფილი
  • 1 ჭიქა მსხვილად გახეხილი, დაწურული ყაბაყი
  • 90 გ ფინიკი, კურკაგამოცლილი, მსხვილად დაჭრილი
  • 120 გ ( 1 ჭიქა და ცოტა მეტიც, მოსართავად) პეკანის კაკალი მსხვილად დაჭრილი

მინანქრისთვის:

  • 150 გ შაქრის პუდრი
  • 2 ს.კ. ახალგამოწურული წვენი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა, წვრილად გახეხილი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის კვადრატულ ფორმას (23 სმ) კარაქი წაუსვით და ძირზე პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ. მომცრო ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მუსკატის კაკალი.
  2. დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი, გადაიტანეთ საშუალო ზომის ჯამში, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, კვერცხები, ყაბაყი, ფინიკი, პეკანის კაკალი და კარგად მოურიეთ, ფრთხილად შეურიეთ ფქვილი. მომზადებული ცომი კოვზით გადაიტანეთ ფორმაში და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
  3. აცხვეთ დაახლოებით 50-60 წუთი.ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 15 წუთი ფორმაშივე  დატოვეთ. როცა გაგრილდება, ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე  გააცივეთ.
  4. მინანქარი: პატარა ჯამში შაქრის პუდრი ჩაყარეთ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნამცხვარს მინანქარი მოასხით და დაჭრილი ნიგვზით მორთეთ.
  5. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი