ქათმის შიგნეულობა ნიგვზით

0
90

ქათმის შიგნეულობისგან არაჩვეულებრივი კერძების მომზადება არის შესაძლებელი და “გასტრონომიას” დღევანდელი რეცეპტი ამის ნათელი მაგალითია. სუბპროდუქტების (ქათმის კუჭები და გულები), ნიგვზისა და სანელებლების ნაზავი არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა.

ინგრედიენტები

  • 400 გრ ქათმის შიგნეულობა (კუჭები, გულები)
  • 100 მლ ქათმის ბულიონი
  • 0,5 კონა ქინძი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 0,5 ჩ.კ. მიხაკი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 1 ც ხახვი
  • 150 გრ ნიგოზი
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და მოათავსეთ ქვაბში ქათმის შიგნეულობა, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
  2. დაუმატეთ ზეთი, ფქვილი და კიდევ 3-4 წთ მოამზადეთ.
  3. სოუსისთვის დანაყეთ ნიგოზი, წიწაკა, ქინძი, დაუმატეთ სუნელები, მარილი და დაასხით ბულიონი.
  4. კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ქათმის შინგეულობას. მოთუშეთ 10-15 წუთის განმავლობაში. ბოლოს დაუმატეთ ძმარი, წამოადუღეთ და მოახსენით ცეცხლიდან.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი