ქათმის სალათი სადღესასწაულო მაგიდისთვის, რომელიც ნამდვილად გააოცებს თქვენს სტუმრებს

1111

თქვენს სადღესასწაულო მაგდას ძალიან მოუხდება ქათმის მსუბუქი სალათი, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია. ეს სალათი ნამდვილად გააოცებს თქვენს სტუმრებს.

ეს სალათი სხვა სალათებისგან განსხვავებით მარტივად და სწრაფად მზადდება. როცა სადღესასწაულოდ ბევრი კერძი გაქვთ მოსამზადებეილი, ეს სალათი მარტივი გამოსავალია.

ამ სალათი ინგრედიენტები ძალიან ჰარმონიულად შეეფერება ერთმანეთს. ქათამი ძალიან უხდება კივს და ნიგოზს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300გ
  • ნიგოზი 50გ
  • კივი 3-6 ცალი
  • ყველი 100გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მაიონეზი 6 სუფრის კოვზი
  • სტაფილო 2 ცალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. კვერცხი, სტაფილო და ქათმის ფილე მოხარშეთ.
  2. სანამ ინგრედიენტები იხარშება მოამზადეთ ნიგოზი. მოათავსეთ ღუმელში 10 წუთი 180 გრადუსზე, მოზალული ნიგოზი დააქუცმაცეთ.
  3. ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად, სტაფილო, კვერცხი და ყველი გახეხეთ.
  4. თეფშის ცენტრში მოათავსეთ ჭიქა. წრეზე დაალაგეთ ქათმის ფილე და წაუსვით მაიონეზი. თითოეული ფენა კარგად დატკეპნეთ. შემდეგ დაალაგეთ ნიგოზი, კვერცხი და ისევ მაიონეზი. ბოლო ფენა სტაფილ, წაუსვით მაიონეზი და მოაყარეთ ყველი.
  5. გათალეთ კივი, დაჭერით და გააფორმეთ სალათი.

გემრიელად მიირთვით!