ქათამი აჯიკით: მარტივი და სწრაფი კერძი დასამახსოვრებელი გემოთი

2037

ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი რეცეპტია სამყაროში. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა კერძზე უფრო ნაკლებად გემრიელია. მთავარია, ქათამი სწორად შეარჩიოთ: თუ მხოლოდ მაღაზიის ტუში გაქვთ არჩევანში, არც გიღირთ ამ კერძის მომზადება. უმჯობესია, შემდეგ ჯერზე სპეციალურად იპოვოთ საშინაო ქათამი, რომელსაც მყარი, უცხიმო, ყვითელკანიანი და მუქი ხორცი ექნება – ეს იქნება ყველაზე კარგი ვარიანტი.

ქათამი აჯიკით

ინგრედიენტები

  • 1 გამოშიგნული ქათამი, 2-2.5 კგ წონით
  • სახლის წითელი აჯიკა
  • მარილი
  • კარგი სასმელი წყალი

მომზადება

1. ყურადღებით დაათვალიერეთ ქათამი: მასზე შეიძლება დარჩენილი იყოს ბუმბული ან ნარჩენები. გააცალეთ პინცეტით, სურვილისამებრ შებრაწეთ ქათამი ღია ცეცხლზე.

2. მოათავსეთ ქათამი დიდ ქვაბში და დაასხით მდუღარე სასმელი წყალი ისე, რომ ქათამი ოდნავ გადაფაროს. დადგით ქვაბი ნელ ცეცხლზე, აადუღეთ და მოხსენით ქაფი. მოაყარეთ მარილი.

3. ოდნავ დაახურეთ ქვაბს თავსახური და ხარშეთ ქათამი დარბილებამდე, მინიმუმ 1 საათით(აფხაზები, ჩვეულებრივ, ასეთ ქათამს არ არბილებენ, მყარს მიირთმევენ და არაუმეტეს 40 წუთით ხარშავენ. იმსჯელეთ თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე).

4. მზა ქათამი ამოიღეთ ბულიონიდან, დანით ან მაკრატლით დაჭერით ხორცი ისე, როგორც ქათმის სახსრები მოგცემთ ამის საშუალებას. მოათავსეთ ნაჭრები ჯამში.

5. აიღეთ აჯიკა კოვზით და მოათავსეთ ქათმის ნაჭრებზე. სწრაფადვე მოურიეთ ხელებით – ყველა ნაჭერი უნდა დაფაროს აჯიკის თხელმა(ან სქელმა, თქვენი სურვილისამებრ) ფენამ. მაშინვე გადაალაგეთ ქათამი თბილ თეფშზე და გაიტანეთ სუფრაზე.

გემრიელად მიირთვით!