უგემრიელესი ქათმის კერძი სომხურ ლავშში

თუ თქვენს მენიუში სიახლის შეტანა გსურთ, მაშინ ქათმის ეს რეცეპტი უნდა სცადოთ, ის თქვენს რაციონს გაამრავალფეროვნებს.

უგემრიელესი ქათმის კერძი სომხურ ლავშში

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო ზომის ქათამი ან 1 კგ ქათმის ბარკლები/ფრთები
  • 4 ცალი თხელი სომცური ლავაში
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 მილიგრამი მაწონი ან ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • მწიკვი მუსკატი კაკალი
  • მარილი
  • შავი პილპილი, წიწაკა ჩილი გემოვნებით
  • 50 გრამი კარაქი

მომზადების წესი:

1. ბულგარული წიწაკა დაჭერით და ნიორტან ერთად ბლენდერში მოათავსეთ. აბლენდერეთ სანამ პიურის მასას არ მიიღებთ.

2. მირებული ნაზავი ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ, დაუმატეთ მაწონი. მარინადი შავი და წითელი წიწაკით შეაზავეთ, დაუმატეთ მუსკატის კაკალი და მარილი. მასა კარგად აურიეთ.

3. მარინადში დაჭრილი ქათამი მოათავსეთ და მინიმუმ 1 საათით დატოვეთ.
4. ჟარუნას კარაქი წაუსვით, მასზე 4 ფენა ლავაში დააფინეთ. ლავაშის ფურცლებს მორცენილი კარაქი წაუსვით და მასზე ქათმის ნაჭრები დაალაგეთ, მოასხით მარინადი და 180-200 გრადუსზე აცხვეთ მომზადებამდე (40-60 წუთი. დამოკიდებულია ღუმელზე). თუ კერძის ზედაპირი მოწვას დაიწყებს, მას ფოლგა გადააფარეთ.

შეგიძლიათ კერძი შაურმის მსგავსადაც მოამზადოთ, თითო ლავაშში ქათმის თითო ნაჭერი ჩადოთ, მარინადი მოასხათ, შეახვიოთ და ისე გამოაცხოთ.

კერძი ძალიან გემრიელი, წვნიანი და არომატული გამოდის!