უგემრიელესი ნივრის სუპი – რასთან ერთად შეიძლება მივირთვათ ის…

1555

ოხ ეს საოცრად არომატული და გემრიელი სუპი ნივრით, რომელსაც პრაღაში მოფერებით “ნიორუშკა” შეარქვეს. ვერაფრით ვერ ვმშვიდები, როცა ამ საოცარ გემოს ვიხსენებ. ჩეხებს ალბათ, რაღაც საიდუმლო ინგრედიენტი აქვთ, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მათი მსგავსი სუპის მომზადება.

ნივრის სუპი გარეგნობით ძალიან გავს უკრაინულ ბორშს. ჩვენი რეცეპტის დახმარებით, თქვენ ძალიან გაგიმარტივდებათ ამ სუპის მომზადება.

ინგრედიენტები

  • 1 სტაფილო
  • 300გ ქათმის ფილე
  • 1 ხახვი
  • 4 კარტოფილი
  • 6 კბილი ნიორი
  • მარილი, წიწაკა და ტმინი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად
  • მწვანილი

მომზადება

1.მოხარშეთ ქათმის ფილე, გადმოიტანეთ ქვაბიდან, დაწერით და ისევ მოათავსეთ ბულიონში. დაუმატეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი.

2.მსხვილად გახეხეთ სტაფილო, გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ხახვი. მოათავსეთ ტაფაზე და შეწვით.

3.გრძლად დაჭერით ნორი, ორი კბილი დაჭყლიტეთ. ხახვს და სტაფილოს დაუმატეთ ნიორი და პომიდვრის პასტა. შეწვით რამდენიმე წუთი.

4.თითქმის მზად არის. დაუმატეთ შემწვარი ბოსტნეული და დაელოდეთ 10 წუთი, მოაყარეთ მარილი და სანელებლები.

5.ეს სუპი ძალიან უხდება, როგორც შავ ასევე თეთრ პურს ყველთან და მწვანილებთან ერთად.

არავითარ შემთხვევაში არ შეგეშინდეთ ნივრიანი სუპის. რეცეპტში მიტითებული დამუშავების შემდეგ ნიორი კარგავს მისთვის დამახასიათებელ მძაფრ სუნს.

გემრიელად მიირთვით!