ტკბილი კარტოფილის, კვერცხის და ჩორიზოს სალათა

1883

ჩორიზო – ესპანური ძეხვეულის სახეობაა. კარგი ხარისხის ჩორიზო სალათას განსაკუთრებულ გემოს მისცემს.

ინგრედიენტები: 

  • 4 კვერცხი
  • 2 ტკბილი კარტოფილი
  • 100 გ ჩორიზო
  • 3 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 1 კბილი ნიორი
  • 60 მლ ლიმონის წვენი
  • 150 გ სხვადასხვა სალათის ფოთლები
  • 20 პამიდორი ჩერი

მომზადების წესი: 

  1. ქვაბში მოათავსეთ კვერცხი, კარტოფილი (კანიანად) და მოხარშეთ. კვერცხები უფრო ადრე ამოიღეთ  და ცივ წყალში გააცივეთ.
  2. ტკბილი კარტოფილი რომ მოიხარშება, გადაწურეთ და სასალათეში გადაიტანეთ.
  3. ტაფა კარგად გააცხელეთ. ტკბილ კარტოფილსა და ჩორიზოს 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი დააპკურეთ და მარილითა და პილპილით შეაზავეთ.
  4. კარტოფილი გრილის ან გაზქურის ტაფაზე შეწვით და სასალათეში დააბრუნეთ.
  5. კვერცხები ოთხად დაჭერით.
  6. ჩორიზოც კარგად დაბრაწეთ და სასალათეში გადაიტანეთ.
  7. ტაფა ცეცხლიდან გადმოდგით, დაუმატეთ ნიორი და დარჩენილი ზეთი, ნახევარი წუთი გააჩერეთ და ლიმონის წვენი მოასხით.
  8. სალათის მწვანე ფურცლები და პამიდორი თანაბრად გაანაწილეთ ოთხ თეფშზე, ტკბილი კარტოფილი, კვერცხებიდა ჩორიზო დაადეთ, ცხელი სოუსი მოასხით და სუფრაზე მიიტანეთ.