მარწყვის მოჰიტო – ცხელი ზაფხულის განუყოფელი ნაწილი

726

ზოგმა დიასახლისმა მარწყვი გაყინა საყინულეში, მაგრამ მე ჩემი ბაღიდან მოვკრიფე. მოვამზადე ჯემები და დესერტები. დარჩენილი მარწყვისგან კი გადავწყვიტე კოქტეილი მომემზადებინა.

ინგრედიენტები

  • 500გ მარწყვი
  • 300გ შაქარი
  • ლიმონი
  • 2,5ლ წყალი
  • პიტნა

მომზადება

1.ეს ინგრედიენტები გათვლილია 3ლ ქილაზე.

2.კარგად გარეცხეთ მარწყვი. გააჩერეთ 5-15 წუთი ცივ წყალში.

3.ცხელ წყალში ჩაყარეთ შაქარი, მოურიეთ და აადუღეთ.

4.ქილები წინასწარ გაასტერილეთ.

5.ქილაში მოათავსეთ გასუფთავებული მარწყვი.

6.დაუმატეთ ლიმონი და პიტნა.

7.ადუღებული სიროფი ჩაასხით ქილაში.

8.დააფარეთ სტერილური თავსაფარი (არ მოუჭიროთ) და დაასვენეთ ოთახის ტემპერატურაზე 30-40 წუთი.

9.დროის გასვლის შემდგ გადმოასხით სიროფი და აადუღეთ ხელახლა. მოხარშეთ 1 წუთი.

10.ქილაში ჩაასხით ცხელი სიროფი და დააფარეთ თავზე.

11.დაელოდეთ სრულად გაგრილებას.

12.უგემრიელესი მოჰიტო მზად არის!

გემრიელად მიირთვით!