სოკოს ორიგინალური ნამცხვარი

73

ღია ნამცხვარი სოკოს და ყველის შიგთავსით – ეს ყველაზე გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძია.

ინგრედიენტები

  • 350გ ფქვილი
  • 150გ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 0,5კგ სოკო
  • 1 ხახვი
  • 350გ არაჟანი
  • 3 კვერცხი
  • 200გ ყველი
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი გემოვნებით

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ 300გგაცრილი ფქვილი, გახეხილი კარაქი და 150გ არაჟანი. დაუმატეთ მარილი და მოზილეთ ცომი.

ცომი შეფუთეთ და შეინახეთ მაცივარში 40-60 წუთი. გაგრილებული ცომი გადაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმაში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

2.მოვამზადოთ შიგთავსი. გაასუფთავეთ სოკო და ხახვი. დაჭერით წვრილ კუბიკებად და მოთუშეთ ზეთში.

რამოდენიმე სოკო დაჭერით ლამაზათ დეკორისთვის.

3.მოვამზადოთ ყველის სოუსი. აიღეთ ღრმა ჯამი, მოათავსეთ კვერცხი, არაჟანი, 50გ ფქვილი და ყველი. მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და სანელებლები გემოვნებით. კარგად მოურიეთ.

4.გაომცხვარ ფორმაში მოათავსეთ შიგთავსი.

5.მოასხით ყველის სოუსი და გააფორმეთ სოკოებით. გამოაცხეთ 20-30 წუთი.

ცხობის პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. დაჭრამდე ის გააგრილეთ 10-15 წუთი.

გემრიელად  მიირთვით!