საუკეთესო რეცეპტები ნაყინის მოსამზადებლად

ჩვენი რედაქცია გასწავლით ნაყინის მომზადების 3 მეთოდს. მათი მომზადება საშინაო პირობებში ძალიან მარტივია.

“საბჭოთა” ნაყინი

ინგრედიენტები

  • 600 მლ ნაღები (35%-იანი)
  • 100 მლ შედედებული რძე
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 1 ს.კ. ვანილის შაქარი

მომზადების წესი 

1. დაასხით ჟელატინს 1 ს.კ. წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. შემდეგ დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ. სანამ თქვენ კრემს მოამზადებთ, ჟელატინი ბოლომდე დადნება.

2. დიდ თასში ათქვიფეთ ნაღები (2-3 წუთი საკმარისია). დაუმატეთ ნაღებს ვანილის შაქარი და შედედებული რძე და გააგრძელეთ თქვეფა კიდევ რამდენიმე წუთი. ნაღების ნაზავს დაუმატეთ ჟელატინი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კრემი უნდა იყოს ფაფუკი, ბზინვარე და თოვლივით თეთრი. მზა ნაყინს სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის ნაჭრები ან შოკოლადი და გააფორმოთ კენკრის სიროფით.

3. გადაიტანეთ ნაყინი თავსახურიან ჭურჭელში და შედგით საყინულეში 4-5 საათით.

გემრიელად მიირთვით!

ნაღებისა და შოკოლადის ნაყინი

ინგრედიენტები

  • 300 მლ ცხიმიანი ნაღები
  • 125 მლ რძე
  • 100 გრ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 5 გრ ვანილი
  • 100 გრ შოკოლადის წვეთი
  • 2 ს.კ. კაკაო

მომზადების წესი

1. აურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, ვანილი და შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით ან ხელის სათქვეფით. ნაზავი უნდა გათეთრდეს. ცხელ რძეში ჩაყარეთ კაკაო და კარგად მოურიეთ.

2. ათქვეფილ კვერცხის გულს დაუმატეთ გაცივებული, რძეში გაზავებული კაკაო და კარგად მოურიეთ.

3. ნაზავი დაადგით დაბალ ცეცხლზე, მაგრამ ბოლომდე არ მოადუღოთ. მუდმივათ ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, რომ არ დაიწვას.

4. კვერცხისა და შაქრის სიროფი გააცივეთ აურიეთ ათქვეფილ ნაღებში. ნაზავს თანდათან დაუმატეთ შოკოლადის წვეთები. მოურიეთ და შედგით საყინულეში გასაცივებლად. ერთი საათის შემდეგ ნაყინი აურიეთ. გაიმეორეთ იგივე სამჯერ.

ხაჭოს სიროკი

  • 200 გრ ხაჭო
  • 50 მლ შედედებული რძე
  • 30 გრ კარაქი
  • 1 ს.კ. ქიშმიში
  • მწიკვი ვანილი
  • 150 გრ შოკოლადის “წვეთი”
  • 2 ს.კ. რძე

მომზადების წესი

1. გაწურეთ ხაჭო და დაუმატეთ მას შაქარი, ვანილი, დარბილებული კარაქი და შედედებული რძე. ყველაფერი ათქვიფეთ მიქსერით და დაუმატეთ ქიშმიში, შემდეგ კი კოვზით მოურიეთ.

2. შოკოლადი დაადნეთ ორთქლზე. დაუმატეთ რძე და მოურიეთ. ეს ნაზავი წაუსვით კექსის საცხობ ფორმებს.

3. გამაგრებულ შოკოლადში მოათავსეთ ხაჭოს ნაზავი. ზემოდან მოასხით დარჩენილი შოკოლადი და შედგით საყინულეში გასაცივებლად.

საშინაო პირობებში მომზადებული ნაყინი ბევრად გემრიელი და ნატურალურია. აუცილებლად მოამზადეთ ნაყინი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტებით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი