სალათი ქაშაყითა და კვერცხით: ნამდვილი ნეტარებაა ცხარეს მოყვარულებისთვის

1184

ქაშაყის სპეციფიური გემო და არომატი ზოგს უყვარს, ზოგს – არა. თუ მეორე კატეგორიას მიეკუთვნებით, “გასტრონომია” შეეცდება წარმოდგენა შეგიცვალოთ ამ თევზზე და შემოგთავაზოთ უგემრიელესი სალათის რეცეპტი.

სალათი ქაშაყით, კვერცხით და ხახვით – იდეალური გემო, ლამაზი ვიზუალი, ხელმისაწვდომი პროდუქტები და მომზადების მინიმალური დრო – მასში ყველაფერი ჰარმონიულად ეხამება.

ინგრედიენტები

  • 200 გრ ქაშაყი
  • 3 კვერცხი
  • 1 ც ხახვი
  • 1 კონა სალათი აისბერგი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 ჩ.კ. ძმარი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაასუფთავეთ და დაჭერით კუბებად ქაშაყი.
  2. დაგლიჯეთ სალათის ფურცლები.
  3. მოხარშეთ კვერცხები, გაფცქვენით და დაჭერით 4 ნაწილად.
  4. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად, შეასრისეთ მარილი და პილპილი. შეურიეთ მზა ინგრედიენტები.
  5. შეურიეთ ზეთი, ძმარი და მდოგვი. შეანელეთ სალათი სოუსით მირთმევამდე.

უგემრიელესი ქაშაყის სალათი მზადაა. ის არავის დატოვებს გულგრილს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!