რძეზე მომზადებული მაიონეზი კვერცხის გარეშე მხოლოდ 1 წუთში

0
1283

მაიონეზს ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ მაინც ვიყენებ. მაღაზიაში მაიონეზს არასდროს ვყიდულობ, ყოველთვის სახლში ვამზადებ. დღეს რძეზე მომზადებული მაიონეზის ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ. რამდენიმე წუთში სქელი და გემრიელი სოუსი მზად იქნება!


ქვემოთ მოცემული ვიდეოში ამ რეცეპტის გარდა მაიონეზის მომზადების კიდევ რამდენიმე რეცეპტს და მომზადების მეთოდს იპოვით (მიქსერით ან ჩვეულებრივი სათქვეფით, სამარხვო მაიონეზი და კლასიკური მაიონეზი). ამასთან ნახავთ, როგორ გამოასწოროთ სიტუაცია, თუ მაიონეზი არ გამოგივათ და თხევადი დარჩა.

რძეზე მაიონეზის მოსამზადებლად ვიწრო და მაღალ ჭიქაში რძე და მცენარეული ზეთი აურიეთ. მხოლოდ რაფინირებული ზეთი გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მწარე გემო ექნება! თუ ასეთი ჭიქა არ გაქვთ, ჩვეულებრივი მინის  ქილა გამოიყენეთ.

ხელის ბლენდერით მაქსიმალურ სიძლიერეზე 30 წამით დააბლენდერეთ. სწორედ ხელის ბლენდერით. ბლენდერს ჭურჭლის ძირამდე ვდებ და ვრთავ. ასეთი მაიონეზის მომზადება სხვა მეთოდით არ მიცდია.

30 წამის შემდეგ შაქარი, მარილი, მდოგვი და ლიმონის წვენი ან ძმარი დაუმატეთ. კიდევ 30 წამით დააბლენდერეთ. მაიონეზი ძალიან სქელი და გემრიელი გამოვა. სუფთა, მშრალ ქილაში გადაიტანეთ და სუფთა თავსახური დაახურეთ. ასეთი შინაურული მაიონეზი მაცივარში დიდხანს, 2 კვირამდე ინახება.

ასეთი მაიონეზი მხოლოდ სალათებში არ მომწონს. მას გამოსაცხობად ვიყენებ და გემრიელ ტორტებს ვაცხობ. ეს კომფორტულია, რადგან მაიონეზი ძალიან სქელი გამოდის. კოვზიც კი შიგნით რჩება.

სცადეთ. პურზე წასმულიც ძალიან გემრიელია, თუმცა სასარგებლო არაა. მარილის, შაქრის, მდოგვის და მჟავის რაოდენობა შეგიძლიათ თავად დაარეგულიროთ.

ინგრედიენტები:

  • 150 მლ რძე
  • 300 მლ მცენარეული ზეთი
  • 3 ს/კ ლიმონის წვენი (ან ნებისმიერი 6% ძმარი 2 ს/კ)
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ მდოგვი

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი