როგორ მოვამზადოთ ცხარე ტომატის სოუსი ნივრითა და ბადრიჯნით

ძალიან მიყვარს თურქული სამზარეულო და მათი ღვთაებრივი რეცეპტები. ჩემს კოლექციაში უამრავი თურქული რეცეპტია, თუმცა, ჩემთვის განსაკუთრებული ცხარე ტომატის სოუსის რეცეპტია. მათ უამრავი კერძი აქვთ პილპილით და არც ეს კერძი გახლავთ გამონაკლისი.

მოკლედ, ყოველგვარი შესავალის გარეშე, დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ ტომატის სოუსი საშინაო პირობებში.

ტომატის სოუსი

ინგრედიენტები

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 3 კგ პომიდორი
  • 200 გრ ცხარე წიწაკა
  • 6-8 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ბეგქონდარა

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, გარეცხეთ ბადრიჯანი და წიწაკა, გააშრეთ და საცხობ ლანგარზე დაალაგეთ. გამოაცხვეთ ბოსტნეული 250 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. წიწაკა 30 წუთის შემდეგ გამოდგით ღუმელიდან, ხოლო ბადრიჯანი აცხვეთ 1 საათის განმავლობაში.

2. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ პომიდორი. კარგად გარეცხეთ იგი და დააბლენდერეთ. ცალკე დააბლენდერეთ გარჩეული ნიორი.

3. ცხარე წიწაკა გააცივეთ, შემდეგ კი წვრილად დაჭერით, ხოლო ბადრიჯანს გამოაცალეთ რბილობი და დაჭყლიტეთ იგი. ბადრიჯნის კანი არ დაგჭირდებათ.

4. დაბლენდერებული პომიდორი დაადგით ცეცხლზე. როდესაც იგი მოდუღდება, დაუმატეთ დაბლენდერებული ნიორი, მარილი, შაქარი, პილპილი და ბეგქონდარა. შემდეგ დაუმატეთ დაჭყლეტილი ბადრიჯანი და წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა და კარგად მოურიეთ. დამატებით ადუღეთ 5-7 წუთი.

5. გადმოდგით სოუსი ცეცხლიდან და ჩაასხით მზა, სუფთა ქილებში. ქილების სტერილიზაცია არ არის საჭირო, აი, თავსახურების მდუღარე წყალში გაჩერება კი ნამდვილად ღირს. მოხუფეთ ქილები, ჩააბრუნეთ და დააცადეთ, რომ გაცივდეს. 1 დღის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ სოუსი.

ტომატის ეს სოუსი ნივრითა და ბადრიჯნით იდეალურია ბორშთან და ყველაფერთან, რაც თქვენ გიყვართ. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მაკარონის საკმაზი. სოუსი ძალიან ცხარე და გემრიელი გამოდის. თუ ცხარე არ გიყვართ, უბრალოდ ჩაანაცვლეთ ცხარე წიწაკა ტკბილით. ნებისმიერ შემთხვევაში სოუსი შეუცვლელი გამოვა!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი