როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ისე, რომ სტუმრებმა დამატება მოითხოვონ?

8135

ყვავილოვანი კომბოსტო ჩვეულებრივზე ბევრად მეტ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს და შესანიშნავად ეხამება ბევრნაირ ბოსტნეულს. ყვავილოვანი კომბოსტოს სალათს შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტი დაამატოთ, მაგრამ დღეს ჩვენ იდეალურ ვარიანტს გთავაზობთ.

რას იტყდით კვერცხის სალათზე სხვადასხვა დანამატით? მიჰყევით ჩვენს რეცეპტს და მოამზადეთ უგემრიელესი კერძი ყვავილოვანი კომბოსტოთი, კვერცხით, კიტრით და მწვანილით. ძალიან ორიგინალური და გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 1 ც ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1 ც ნიახური
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც მჟავე კიტრი
  • 3 კვერცხი
  • 2 ს.კ. მდოგვი
  • 3 ს.კ. მაიონეზი
  • 0,5 კონა კამა
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო მცირე ნაჭრებად. აადუღეთ წყალი, მოხარშეთ მასში ბოსტნეული დარბილებამდე და ჩაყარეთ საწურში.

2. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით, გააცივეთ და და დაჭერით წვრილად.

3. წვრილად დაჭერით კიტრი, ნიახური, კამა, ხახვი.

4. შეურიეთ მდოგვი და შინ მომზადებული მაიონეზი. სოუსი მზადაა.

5. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, შეანელეთ სოუსით, დაუმატეთ მარილი და პილპილი და კარგად მოურიეთ.

ცივ კერძებში ეს სალათი ჩვენი ოჯახის ფავორიტია. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!