როგორ მოვამზადოთ სააგარაკე წვნიანი ორიგინალური რეცეპტით

1011

ზაფხულის პერიოდი შესანიშნავია დიასახლისებისთვის, როცა ნატურალური პროდუქტების რაოდენობა დიდია და შეგიძლია ჩვეული რეცეპტებით მოამზადო საყვარელი კერძები, ან შემოიტანო სიახლეები. სწორედ ასეთს მიელუთვნება სააგარაკე წვნიანი, რომელიც მრავალკომპონენტიანია, მაგრამ მომზადება რამდენიმე ეტაპად იყოფა. შედეგად კი ორგანიზმს მთელ დღის განმავლობაში ვიტამინებით მოამარაგებთ.

ეს გახლავთ კრემ-სუპი სხვადასხვა ბოსტნეულისგან, რომლებიც ადვილად მოიპოვება ბაზრებში, მაღაზიებში და საკუთარ ბოსტანში. ხორცის ბულიონის წყალობით, კერძი ნოყიერი გამოდის და შესანიშნავია სადილად.

ინგრედიენტები

  • 2 ლ წყალი
  • 1 ც ქათამი
  • 4 ც კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ყაბაყი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 15 გრ ოხრახუში
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 100 გრ კრემ-ყველი
  • 1 მწ კურკუმა
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. მოამზადეთ ქათმის ბულიონი ერთი მთლიანი ქათმისგან. ამოიღეთ ხორცი და დაჭერით.

2. დაჭერით მსხვილად კარტოფილი და ხარშეთ ბულიონში 5-10 წთ. დაჭერით რგოლებად ყაბაყი და ხარშეთ დარბილებამდე.

3. წვრილად დაჭერით ხახვი და სტაფილო, მოთუშეთ ზეთში, დაუმატეთ ბულიონში კურკუმასთან ერთად.

4. დააბლენდერეთ მასა, ბოლოს დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, ხორცი და დაჭრილი მწვანილი. დადგით 10 წთ.

ამ კერძს სააგარაკე კი ეწოდება, მაგრამ ჩვენი ოჯახი სახლშიც სიამოვნებით მიირთმევს მას. სანამ ახალი კარტოფილისა და ყაბაყის სეზონია, გირჩევთ თქვენც დაკბეთ ამ ნოყიერი და გემრიელი წვნიანით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!