ფაფუკი ფუნთუშები წვნიანი ქათმის შიგთავსით

896

ამ რეცეპტის მიხედვით მომზადებული ფუნთუშები ძალიან გემრიელია.

ცომი რბილია, ფაფუკია და ძალიან არომატულია.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • მშრალი საფუარი 1 ჩაის კოვზი
  • რძე 250მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 1 ჩაისკ კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • მოხარშული ქათმის ფილე 400გ
  • პომიდორი 1 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • გახეხილი ყველი 100გ
  • მაიონეზი 3 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნბით

მომზადება

  1. თბილი რძე ჩაასით ჯამში, დაუმატეთ შაქარი და მარილი.
  2. ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ მშრალი საფუარი, მოურიეთ.
  3. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, დაუმატეთ დარბილებული კარაი და მოზილეთ ცომი.
  4. ცომი გადმოიტანეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე.
  5. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი და გლუვი.
  6. ცომი მოათავსეთ ჯამში, დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ თბილ ადგილას 1,5-2 საათი.
  7. აწეწეთ ხორცი და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  8. შემდეგ დაუმატეთ მაიონეზი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  9. ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ 3-4მმ ფირფიტად.
  10. დაჭერით მართკუთხედებად.
  11. მართკუთხედის ერთ კუთხეში ჩაჭერით, რამდენიმე ადგილას.
  12. დაუჭრელ კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი, დაუმატეთ პომიდორი და მოაყარეთ ყველი.
  13. დაახვიეთ რულეტისებურად.
  14. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მოათავსეთ ფუნთუშები ნაკერით დაბლა.
  15. წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები.
  16. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 30-35 წუთი.

გემრიელად მიირთვით!