როგორ მოვამზადოთ იტალიური პომიდვრის სოუსი ზამთრისთვის

0
528

პომიდვრის სოუსი – ნამდვილი აღმოჩენაა დიასახლისებისთვის. იტალიური სოუსი “სოგო” პირველ რიგში მაკარონს ძალიან უხდება, მაგრამ არანაკლებ გემრიელია კარტოფილთან.

მე ამ სოუს პიცისთვისაც ვხმარობ, რადგან ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ჩამოთვლილი ინგრედიენტებით გამოვა 500გ სოუსი.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 1კგ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • წიწაკა ჩილი 0,5 ცალი
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • ღვინის ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი 500გ
  • პომიდვრის პასტა 100გ
  • ბაზილიკი 20გ
  • მარილი 0,5 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ პომდორი და ოდნავ შეწვით. დაჭერით საშუალო ნაჭრებად და მოათავსეთ ღრმა ჯამში.

2.მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 10 წუთი ადუღების შემდეგ. წყლის დამატება საჭირო არ არის. გამოწურეთ პომიდორი.

томатный соус на зиму рецепт

3.ხახვი დაჭერით კუბიკებად, ხოლო ნიორი მსხვილად.

4.დაჭერით ბულგარული წიწაკა და მოთუშეთ ზეთში წიწაკასთან, ხახვთან და ნიორთან ერთად.

томатный соус на зиму в банки

5.მოთუშული ბოსტნეული დაუმატეთ პომიდვრის პასტას. კარგად მოურიეთ სოუსს და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ 5-10 წუთი.

6.გახეხილი პომიდორი გადაიტანეთ მოთუშულ ბოსტნეულთან და 20-25 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე. შემდეგ დაუმატეთ მარილი, შაქარი, ბაზილიკი, დააბლენდერეთ ბოსტნეულის დიდი ნაჭრები.

томатный соус на зиму в блендере

7.სოუსი გააჩერეთ 10 წუთი და დაუმატეთ ძმარი.

8.ჩაასხით სოუსი ქილებში. შეინახეთ გრილ ადგილას.

томатный соус на зиму с базиликом

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი