როგორ მოვამზადოთ იტალიური დახურული პიცა-კალცონე

2555

კალცონე (იტალიურად.calzone)-ეს იტალიური ტორტია, რომელიც ამავდროულად პიცის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს,გავრცელებულია იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში.

ლანჩისა და ბუნებაში პიკნიკისთვის გამორჩეულად მოსახერხებელია კლასიკური პიცის დაპატარავებული ვარიანტი. პირველ რიგში, ის დახურულია,  რაც იმას ნიშნავს რომ წვნიანი შიგთავსი არ დაკარგავს ხარისხს ტრანსპორტირებისას. მეორე მხრივ, ის ზომით პატარაა ამიტომაც გაჭრას არ საჭიროებს.

პიცა კალცონე

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ  მშრალი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი ცომში

საწყისი ინგრედიენტები

  • 400გ   ხორცის ფარში (ღორი+საქონელი)
  • 400გ   დაკონსერვებული პომიდორი
  • 125გ   მოცარელა
  • ხახვი – 1 თავი
  • 1 კბილი ნიორი
  • რეჰანი
  • როზმარინის ნაყენი
  • სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ცხობისათვის

მომზადების წესი:

  1. გავათბოთ რძე.

2. გავხსნათ მასში საფუარი და შაქარი. 20 წუთი დავაცადოთ.

3. ჯამში ავურიოთ გაცრილი ფქვილი, მარილი ,ზეითუნის ზეთი, და რძე საფუართან ერთად.

4. მოვზილოთ ცომი. გადავაფაროთ პირსახოცი და გავაჩეროთ 1 საათი.

5. 5 წუთის განმავლობაში ცხელ ზეთში მოვთუშოთ ხახვი და ნიორი.

6. დავამატოთ ფარში და მოვამზადოთ 10 წუთის განმავლობაში.

7. დავამატოთ დაჭრილი პომიდორი და მარილი.

8. მოვთუშოთ 6-8 წუთი , მანამ სანამ მთელი სითხე არ ამოშრება.

9. ამასობაში დავჭრათ ბაზილიკი და მოცარელა.

10. გავაბრტყელოთ ცომი მრგვლად.მის ერთ მხარეს მოვათავსოთ შექთავსის ნაწილი, ზემოდან გადავანაწილოთ მოცარელას ნაჭრები, მოვაყაროთ ბაზილიკი და როზმარინი.

11. ეს მასა დავფაროთ ცომის მეორე ნაწილით და ამის შემდეგ დავამუშაოთ კიდეები.

12. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, მოვათავსოთ ზეთით დამუშავებულ საცხობ ფურცელზე. ალტერნატიული ვარიანტი: წავუსვათ ტომატის სოუსი და ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

13. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსზე და გამოვაცხოთ პიცა 10-15 წუთის განმავლობაში.

მე, მაგალითად , მომწონს ორივე მხრიდან შემწვარი ტაფაზე,

სხვათა შორის მომზადების ამ მეთოდს იტალიაშიც იყენებენ.

იტალიური პიცა კალცონე მზადაა. შეგიძლიათ მიირთვათ ბუნებაში და მიიღოთ სიამოვნება.

გემრიელად მიირთვით.