როგორ მოვამზადოთ ერთი გასროლით ორი კერძი

1202

გამოცდილმა თუ გამოუცდელმა დიასახლისმა ძალიან კარგად იცის ბლინების ცხობა. ბლინები მართლაც ძალიან გემრიელია, მაგრამ შიგთავსის გარეშე მალევე მოსაბეზრებელიც.

რა შიგთავსი უნდა მოვამზადოთ ბლინებისთვის – ეს მართლაც საინტერესო საკითხია: ხორციანი ბლინები ყველას უყვარს, ამიტომაც გამოვიყენოთ ქათმის ფილე. პირველ კერძად წარადგინეთ ბორში, ხოლო შემდეგ კი ხორციანი ბლინები.

ხორციანი ბლინები

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ ბორშის და ბლინების რეცეპტს. ამ სტატიის დახმარებით თქვენ ერთდროულად ორი კერძის მომზადებას შეძლებთ. მოდით შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 300გ ქათმის ფილე
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო გემოვენებით
  • ქათმის ფილე 1 ცალი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

ინგრედიენტები ბორშისთვის

  • 0,5 ლიტრი ქათმის ბულიონი
  • ხახვი 2 ცალი
  • სტაფილო გემოვნებით
  • 1 წითელი ჭარხალი
  • ოხრახუში
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • ძმარი გემოვნებით
  • მარილი და სანელებლები გემოვენბით

მომზადება

1.მოხარშეთ ფილე (შეგიძლაით გამოიყენოთ ნებისმიერი უცხიმო ხორცი), მარილი და წიწაკა დაუმატეთ გემოვენბით. დარჩენილი ბულიონით უნდა მოამზადოთ ბორში.

2.მზა ფილე უნდა დააქუცმაცოთ. გახეხილი ხახვი და სტაფილო მოთუშეთ. შემწვარი ბოსტნეული დაუმატეთ ხორცს მარილთან ერთად. შიგთავსი მზად არის.

3.შიგთავსით ამოავსეთ ბლინები, ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შეწვით ტაფაზე.

4.სანამ ამზადებთ ბლინებს პარალერულად უნდა მოამზადოთ ბორშიც. ბულიონში ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები, ხახვი და ოხრახუში, დაელოდეთ ადუღებას.

5.ამასობაში ტაფაზე მოთუშეთ ხახვი, სტაფილო და ჭარხალი. დაუმატეთ მარილი გემოვნებით და 1 სუფრის კოვზი შაქარი. როცა ბორში თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ ძმარი და ტომატ პასტა. თუ მჟავე არ გიყვართ, მაშინ არ გამოიყენოთ ძმარი.

6.ბოსტნეული დაუმატეთ ადუღებულ ბულიონს. თუ საჭირო იქნა მოაყარეთ მარილი და მწვანილები. სულ ეს იყო. მზად არის ბლინებიც და ბორშიც.

ბლინების შიგთავსი შეგიძლიათ აარჩიოთ თქვენი გემოვენბთ: ბოსტენული, კარტოფილი, ხაჭო სოკო და ასე შემდეგ. თუ ტკბილი ბლინები გიყვართ, მაშინ გამოიყენე ვანილი. გემრიელად მიირთვით!