როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ნოყიერი კექსი ძროხის ღვიძლისგან, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს

908

ძროხის ღვიძლისგან დამზადებული კექსი უკვე მრავალი წელია შესულია 10 ყველაზე მოთხოვნადი კერძების სიაში, რომლებსაც დღესასწაულებზე ამზადებენ. ცოტა ხნის წინ ვისწავლე ძალიან მარტივი რეცეპტი ამ კექსის მოსამზადებლად.

დელიკატური ტექსტურა და განსაცვიფრებელი არომატი, რაც მთავარია – მინიმალური დრო. კიდევ რა შეიძლება იყოს საჭირო იდეალური კერძის მოსამზადებლად? კექსი შეგიძლიათ გააფორმოთ მწვანილითა და ბოსნტეულის ნაჭრებით, მაიონეზით ან სხვა ნებისმიერი სოუსით და იგი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ძროხის ღვიძლი
  • 100 მლ რძე
  • 150 გრ სტაფილო
  • მარილი გემოვნებით
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 2 ც კვერცხი
  • 150 გრ ხახვი
  • 150 გრ ხორბლის ფქვილი
  • დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

1. ღვიძლი, ხახვი და სტაფილო დააბლენდერეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე.

2. მასა გადაიტანეთ თასში, დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი და მოურიეთ.

3. შემდეგ ჩაასხით რძე და ჩაყარეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ. მასას უნდა ჰქონდეს ოლადების ცომის მსგავსი კონსისტენცია.

4. კექსის ფორმას წაუსვით ზეთი და ნაზავი მასში გადაიტანეთ.

5. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ კექსი 40-45 წუთის განმავლობაში.

უფრო ეფექტური ვიზუალისთვის, კექსის ცენტრში შეგიძლიათ ბრინჯი ან კარტოფილი მოათავსოთ. ნოყიერი სადილი მთელი ოჯახისთვის მზადაა. გემრიელად მიირთვით!