როგორ მოვამზადოთ გარგარის უგემრიელესი დესერტი

საუკეთესო რამ, რაც ზაფხულში ხილითა და კენკრით შეგიძლიათ გააკეთოთ-დესერტის მომზადებაა. ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტუალურია მსუბუქი დესერტები, რომლებიც დელიკატური გემოთი და ჰაეროვნებით გამოირჩევა. დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი, ჰაეროვანი და ფაფუკი დესერტი გარგარის პიურესგან.

გარგარის დესერტი

სამბუკი არის მსუბუქი დესერტი, რომელიც ხილის პიურეთი, კვერცხის ცილითა და ჟელატინით მზადდება. ჩვეულებრივ, იგი ვაშლისგან ან ქლიავისგან მზადდება, მაგრამ ჩვენ დღეს ამ დესერტს გარგარისგან მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ გარგარი
  • 2 ც კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 ჩ.კ. ჟელატინი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ გარგარი და გაჭერით შუაზე, ამოიღეთ კურკები.

2. მოათავსეთ გარგარი ჭურჭელში, დაუმატეთ 3 ს.კ. წყალი და მოადუღეთ ხილი საშუალო ცეცხლზე 10-15 წუთით.

3. გახსენით ჟელატინი 2 ს.კ. ცივ წყალში და გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ გაადნეთ ორთქლზე.

4. გააცივეთ გარგარი და საწურში გაწურეთ, ან უბრალოდ დააბლენდერეთ.

5. ერთმანეთისგან გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. კვერცხის გული არ დაგჭირდებათ, მხოლოდ კვერცხის ცილა ათქვიფეთ მდგრად კონსისტენციამდე.

6. არ შეწყვიტოთ ათქვეფა, პერიოდულად დაუმატეთ გარგარის პიურე.

7. თანდათან დაუმატეთ ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ.

8. გარგარის სამბუკი დესერტის ჭიქებში გადაანაწილეთ და 3 საათით მაცივარში შეინახეთ. ცივი დესერტი პიტნის ფოთლებით ან გარგარის ნაჭრებით შეგიძლიათ გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი