როგორ გავაფორმოთ სადღესასწაულო სუფრა ხორც-პროდუქტებით

0
242

არცერთი სუფრა არ იშლება ხორც-პროდუქტების გარეშე. ეს მომგებიანია! იყიდე, დაჭერი, დაალაგეთ თქფშზე – და მზად არის. სტუმრები დანაყრებული და კმაყოფილები არიან. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ იდეებს, რომლის მეშვეობითაც თქვენ მაგიდებს დაამშვენებს ხორც-პროდუქტებისაგან მომზადებული ულამაზესი ასორტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ კარგავენ გემოსა და არომატს. ეს იდეა ძალიან საინტერესო და გემრიელია.

ლამაზი ასორტი ხორცისგან

სანამ მის მომზადებაზე გადავიდოდეთ, მანამდე დაიმახსოვრეთ რამდენიმე აუცილებელი წესი.

ხორცის ასორტი სადღესასწაულო მაგიდისთვის

1.ერთ თეფშზე დაალაგეთ მხოლოდ ხუთი სახეობის ხორც-პროდუქტი. აუცილებლად შეამოწმეთ მათი ვარგისიანობა და ეცადეთ გაითვალისწინოთ თქვენი სტუმრების გემოვნება.

2.გამოიყენეთ ხელთათმანი. საჭრელი დაფა უნდა იყოს სუფთა, ხოლო დანა ბასრი. არ დაგავიწყდეთ ძეხვისთვის გარეკანის მოხსნა. დაჭერით გრილი პროდუქტი. ამ შემთხვევაში თქვენ გამოგივათ წვრილი და თანაბარი ნაჭრები.

3.თეფშზე მოთავსებული ინგრედიენტები არ უნდა სცდებოდეს მის კუთხეს. არ შემოიფარგლოთ სტანდარტული ჭურჭლით. ასორტი შეგიძლიათ მოატავსოთ ხის დაფაზე, ლანგარზე და ორ სართულიან თეფშზე.

4.აუცილებლად სიფერადე შესძინეთ ასორტს. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ბოსტნეულით, მწვანილით, ყველის სხვადასხვა სახეობებით, სოუსით, მწნილით და ზეთისხილით.

5.ასორტი მაგიდაზე სუფრის გაშლის ბოლოს მიიტანეთ. თუ დროში იწვით, მაშინ დაჭერით პროდუქტები, შეახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში.

გადავიდეთ მაგალითებზე. თქვენს წინ ხორც-პროდუქტების ასორტის ყველაზე კარგი ვარიანტებია. მათი გამეორება სახლის პირობებში ძალიან მარტივია.

თუ ბევრ სტუმარს ელოდებით მაშინ, ასორტი ლანგარზე დაალაგეთ.

ეცადეთ პროდუქტი დაჭრათ ერთნაირ ნაჭრებად. მათგან მარტივია ორიგინალური კომპოზიციის შექმნა.

დიდი ასორტის გვერდით აუცილებლად დაალაგეთ ხის წკირწბი, კოვზები სოუსისთვის, და პური.

მოხარშული ძეხვის და ლორის ნაჭრები დააფიქსირეთ ხის წკირით. ასევე ისინი შეგიძლიათ ამოავსოთ შიგტავსით: მარილიანი ყევლი, დამწნილებული კიტრი, ბულგარული წიწაკა.

სუფრაზე თუა ხორცის ასორტი აუცილებლად უნდა იყოს ყველის ასორტიც. ყველი დაჭერით კუბიკებად, რადგან სწორედ ამ ფორმით ის გამოდის ძალიან ლამაზი.

ყველი მეგობრობს ყურძენთან, ტკბილ-მწარე სოუსთან და ნიგოზთან.

ეხლა თქვენ იცით ძალიან ორიგინალური ასორტის მომზადება. ამ სილამაზის შემხედვარეს აუცილებლად მოუნდება მისი დაგემოვნება. შეხედეთ სურათებს, დატკბით და თქვენც სცადეთ მათი მომზადება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი