პომიდვრის მწვადი ნივრის მარინადში. ხორცთან უკეთეს ხემსს ვერც ინატრებთ

1091

ხორცი უკვე დიდი ხანია მწვადის სინონიმი გახდა. დამართლაც, ცხვრის, საქონლის თუ ღორის ხორცის ასეთი მომზადების მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გემრიელია: ოქროსფერი ხრაშუნა ქერქი, წვენი, საუცხოო არომატი! ერთი შეხედვით, რამ შეიძლება პიკნიკზე ჩაანაცვლოს ის?

გთავაზობთ სცადოთ პომიდვრის მწვადი. ბოსტნეული მაყალზე ბევრს უყვარს, ყველაზე ხშირად ამ მეთოდით ბადრიჯანს, ყაბაყს და ბულგარულ წიწაკას ამზადებენ, აი პომიდორს კი გვერდს უვლიან, რადგან რბილი ნაყოფი შამფურზე შეიძლება ვერ გაჩერდეს და ცეცხლში ჩავარდეს, მაგრამ თუ მას 2-3 წუთით გააჩერებთ…

ინგრედიენტები

  • 1 კგ პომიდორი
  • 3-4 კბ ნიორი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ პომიდვრები, გაამშრალეთ და მოაცილეთ ყუნწები.

2. გაატარეთ ნიორი და შეურიეთ ზეთთან ერთად.

3. წაუსვით პომიდვრებს მიღებული მასა და წამოაცვით შამფურებზე.

4. მოამზადეთ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში, ატრიალეთ გამუდმებით, მოაყარეთ მარილი და მიართვით სუფრაზე.

ვერ ვიტყვით, რომ ასეთი მწვადი ხორცს გაუწევს კონკურენციას, თუმცა, ხორცის მწვადთან ტრადიციულ სალათებს ნამდვილად გაუწევს კონკურენციას. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!