ოლივიეს უკვდავი რეცეპტი!

0
83

2020 წელი დასასრულს უახლოვდება, საახალწლო დღესასწაულ კარს მოგვდგომია.

ყველა დიასახლისი იწყებთ თავისებურად მზადებას. მე ამ საოცარ დღესასწაულს სალათ – ოლივიეს გარეშე არასდროს არ ვხვდები.

ამ კერძის შემადგენლობაში შედის ძეხვი, მწნილი კიტრი, კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო და მწვანე ბარდა. სოუსად ყველაზე ხშირად იყენებენ მაიონეზს.

ინგრედიენტები

  • 3 მწნილი კიტრი
  • 300გ მოხარშული ძეხვი
  • 3 კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 4 კვერცხი
  • 200გ ბარდა
  • 180მლ მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.ქვაბში მოათავსეთ გარეცხეილი სტაფილო და კარტოფილი. ბოსტნეული მოათავსეთ ფენებად და შემდეგ მოასხით წყალი. მოხარშეთ.

2.მოხარშეთ კვერცხი.

3.დაჭერით მწნილი კიტრი კუბიკებად. გამოწურეთ ბარდა. აიღეთ ძეხვი და დააქუცმაცეთ.

4.ბოსტნეულის და კვერცხის გაგრილების შემდეგ, ისინიც დააქუცმაცეთ.

5.ააწყეთ სალათი და დააგემოვნეთ!

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი