მწვანე ტყემლის საწებელი – გაზაფხულის არომატი თქვენს სამზარეულოში

5743

მწვანე ტყემლის საწებელი გაზაფხულზე, ახალშემოსული ტყემლისგან მზადდება, ტყემლის საწებელი ძალიან უხდება შემწვარ ხორცს, ახალ კარტოფილს და სხვა კერძებს.

მწვანე ტყემლის საწებელი 

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მწვანე ტყემალი
  • 2-3 ცალი ცხარე მწვანე წიწაკა
  • 1 დიდი კონა ქინძი
  • 2 კონა ომბალო
  • 1 კონა ცერეცო
  •  8 კბილი ნიორი
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. შევარჩიოთ ისეთი ტყემალი, რომელსაც კურკა უკვე გამაგრებული აქვს, თორემ საწებელი მწარე გემოს შეიძენს.
  2. ტყემალს დავასხათ წყალი, რომ დაიფაროს და წამოვადუღოთ. როცა კურკა რბილობს მოშორდება, შევაგრილოთ და წვრილ საცერზე გავხეხოთ, ჩენჩო და კურკები გადავყაროთ.
  3. მიღებულ მასას დავუმატოთ გატარებული ნიორი, ქინძი, ცერეცო, ომბალო, წიწაკა და მარილი.
  4. საწებელი შეგვიძლია ბლენდერით ავთქვიფოთ.

ულუფა: 1,3 ლ.  დრო: 1 სთ.

თქვენ როგორი რეცეპტით ამზადებთ მწვანე ტყემლის საწებელს? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.