მოხარშული ძროხის ენა საწებლით

2657

აი ასე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ევროპული დონის დელიკატესი. ძროხის ენა საწებლით საოჯახო ვახშმისთვისაც და სადღესასწაულო სუფრისთვისაც კარგი იდეაა.

ინგრედიენტები:

  • საქონლის ენა – 400-500 გ
  • მწვანე ხახვი – 100 გ
  • არაჟანი – 100 გ
  • მზა მდოგვი 1 ჩაის კოვზი
  • პირშუშხა – 20 გ
  • ახალი ქინძი – 30 გ
  • კამა – 30 გ
  • მჟავე კიტრი – 200 გ
  • ოხრახუში – 20 გ
  • მარილი და მწვანე წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ძროხის ენა გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ჩავუმატოთ ხახვი, სტაფილო, დაფნის ფოთოლი, მარილი და მოვხარშოთ თავდახურული.
  2. მოხარშული, შეგრილებული ენა გავფცქვნათ, დავჭრათ გრძელ, ნაჭრებად და დავაწყოთ ლანგარზე.
  3. ზემოდან მოვასხათ საწებელი ისე, რომ ენა დაიფაროს.
  4. გარშემო შემოვუწყოთ მჟავე კიტრი და გავაფორმოთ ოხრახუშის ფოთლებით.

საწებლის მომზადება:

წვრილად დაკეპილი მწვანე ხახვი, ახალი ქინძი, კამა, მზა მდგოვი, გახეხილი პირშუშხა, მწვანე წიწაკა და არაჟანი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და შევაზავოთ მარილით.