მიტიტეი: მოლდოვური ძეხვი კანის გარეშე, რომელსაც მხოლოდ მინერალური წყლით ვამზადებ

0
897

პატარა ძეხვები კანის გარეშე, რომლებსაც გრილზე ან ტაფაში წვავენ, მოლდოვური სამზარეულოს კერძია. მეგონა, კოტლეტის გემო ექნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი.

მიტიტეი ფაფუკი რომ გამოვიდეს, მინერალური წყალი, ბულიონში გახსნილი ცოტაოდენი სახამებელი და 1 მწიკვი სოდა უნდა გამოიყენოთ.

ინგრედიენტები

  • 700 გრ საქონლის ხორცი
  • 300 გრ ღორის ხორცი
  • 1 ც ხახვი
  • 200 მლ გაზიანი მინერალური წყალი
  • 100 მლ ხორცის ბულიონი
  • 1,5 ჩ.კ. სახამებელი
  • 1 ჩ.კ. ბეგქონდარა
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 მწიკვი სოდა
  • 2-3 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • 5 შავი პილპილის კაკალი

მომზადება

1. გაატარეთ ხორცი მინიმუმ ორჯერ.

2. დაამატეთ მარილი, სოდა, სახამებელი, ბეგქონდარა, დაჭყლეტილი ნიორი, პილპილი.

3. ნელ-ნელა დაამატეთ მინერალური წყალი და ბულიონი.

4. დაბეგვეთ ფარში და შეინახეთ მაცივარში 2 საათით.

5. გამოიღეთ ფარში და შექმენით პატარა ძეხვები.

6. შეწვით ზეთში და მოათავსეთ ქვაბში.

7. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, მოაყარეთ ძეხვს, დაუმატეთ შავი პილპილის კაკლები და დაფნის ფოთლები.

8. დაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით, დააფარეთ თავსახური და წამოადუღეთ. შემდეგ დაუკელით ცეცხლს და მოთუშეთ 30 წუთის განმავლობაში.

მოლდავური მიტიტეი მზადაა, გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი