მარწყვის ტორტი შოკოლადით ცხობის გარეშე

გარდა იმის რომ ძალიან გემრიელია, ეს ტორტი ცხობას არ საჭიროებს, ეს კი ცხელ ზაფხულში ნამდვილად დიდ პლუსს წარმოადგენს, თქენ ხომ ცხელ ქურასტან ტრიალი აღარ მოგიწევთ. ტორტს ბისკვიტი არ აქვს, ამ უკანასკნელს ორცხობილა სავოიარდი ან ნებისმიერი ტირამისუსთვის განკუთვნილი ორცხობილა მარტივად ჩაანაცვლებს, თუმცა თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ ბისკვიტი გამოაცხოთ.

ინგრდიენტები

ძირითადი ინგრედიენტები

  • 400 გრამი სავოიარდი (ან ნებისმიერი ორცხობილა ტირამისუსთვის)
  • 150 მილიგრამი რძე

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500 მილიგრამი რძე
  • 500 გრამი მარწყვი
  • 200 გრამი მდნარი ან რბილი ყველი (ან კარაქი)
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილის პუდინგი
  • 500 მილიგრამი ნაღები (ცხიმიანობა 33% და ზევით)
  • 1 შეკვრა თეთრი შოკოლადი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი

როგორ მოვამზადოთ მარწყვისა და შოკოლადი ტორტი

1. ჯერ კრემი მოვამზადოთ. ქვაბში ჩაასხით 400 მილიგრამი რძე, დაუმატეთ ვანილი და შაქარი, კარგად მოურიეთ და ნელ ცეცხლზე შემოდგით.
2. მორჩენილ რძეში ჩაყარეთ პუდინგი და კარგად მოურიეთ. რდესაც რძე ამოსვლას დაიწყებს მასში პუდინგიანი რძე ჩაასხით ნელ-ნელა და პარალელურად ურიეთ სანამ არ შესქელდება.

3. დროა მომავალ კრემში შოკოლადი ჩაყაროთ. შოკოლადის ფილა წინასწარ დაამტვრიეთ და ურიეთ სანამ არ გაიხსნება. კრემს თავი დაახურეთ და გაგრილებას დაელოდეთ.
4. როდესაც კრემი გაცივდება ის მიქსერით ათქვიფეთ, ნელ-ნელა დაუმატეთ მდნარი ყველი ან კარაქი და უწყვეტად თქვიფეთ. როდესაც ყველი კარგად გაიხსნება კრემში ნაღებიც ჩაამატეთ. თუ კრემი საკმარისად ტკბილი არ არის მას სუფრის კოვზით შაქრის პუდრა დაუმატეთ.

5. ახლა ტორტის აწყობას შევუდგეთ. ორცხობილა 2 წამით რძეში ჩააწეთ და ჟარუნაზე დაალაგეთ. პირველი პენისთვის 15 ცალი დაგჭირდებათ: 5 ცალი სამ ზოლზე. ზემოდან კრემის სქელი ფენა დაგაუსვით, მოალაგეთ დაჭრილი მარწყვი და ისევ კრემი წაუსვით და ორცხობილების მეორე ფენა დაალაგეთ, ამჯერად 3 რიგად 4 ცალი ორცხობილა, შემდეგ იგივე გაიმეორეთ ზედა ფენაზეც საბოლოოდ პირამიდა უნდა მიიღოთ რომელიც ყოველ მომდევნო ფენაზე ვიროვდება.


6. კრემის ნარჩენები ტორტს წაუსვით და მარწყვებით ან გახეხილი შოკოლადის ფანტელით მორთეთ. ტორტი მაცივარში შედგით რამდენიმე საათით, ასე მას გემო უკეთ გაუჯდება.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი