ლობიოს და ხახვის საოცარი კომბინაცია

848

რათქმაუნდა საახალწლოო მაგიდისთვის კერძები ყველა დიასახლისს წინასწარ მოფიქრებული გვაქვს. მაგრამ არასდროს არის გვიანი, რაიმე გემრიელი ჩავამატოთ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს.

რისი მომზადება შეიძლება ჭარხლისგან

ჭარხალი – საუკეთესო ინგრედიენტია ზამთრის კერძებისთვის. ის გემრიელი და სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ორგანიზმის გამართულად მუშაობას, ამიტომაც აუცილებლად მოამზადეთ მისგან გემრიელი კერძები.

რისი მომზადება შიძლება ჭარხლისგან? არჩევანი მართლაც, რომ დიდია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ტორტის მომზადებაც მარტივად შეგიძლიათ. ეს კერძი გამოიყურება ზღაპრულად, ხოლო გემო გაგაოცებთ.

ინგრედიენტები

  • 4 დიდი ჭარხალი
  • 1 ჭიქა ლობიო
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი
  • 200მლ ნატურალური იოგურტი
  • 5 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 4 კბლი ნიორი
  • უკროპი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ჭარხალი. გათალეთ და საშუალო ზომაზე გახეხეთ. ამის შემდეგ გულდასმით გამოწურეთ ბოსტნეული.

2.დაჭყლიტეთ ნიორი და შეწვით ზეითუნის ზეთში. ნივრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხახვი. ნახევარი ნიორი დაუმატეთ ჭარხლის მასას.

3.ლობიოს მომზადებას გაცილებით მეტი დრო უნდა. ის უნდა დაალბოთ წყალში ერთი დღით ადრე. მოხარშული ლობიო დააბლენდერეთ და დაუმატეთ სანელებლები, მარილი და ნივრის მეორე ნაწილი. ამ კერძს ძალიან უხდება თქთრი წიწაკა და ორეგანო.

4.ახლა კი მოამზადეთ სოუსი. ამისათვის იოგურტს დაუმატეთ ცოტა სანელებლები და დაჭრილი მწვანილი.

5.დაიწყეთ კერძის გაფორმება. კერძის ცენტრში მოათსვსეთ მაღალი ჭიქა. პირველი ფენა -ლობიო. არ დაგავიწყდეთ ორი კოვზის დეკორისთვის შენახვა.

6.ლობიოს წაუსვით იოგურტი. ზემოდან მოათსვეთ ჭარხლის ფენა. ამ თანმიმდევრობით გააგრძელეთ ტორტის აწყობა.

7.მოაშორეთ ჭიქა და კერძი მორთეთ კამის ფოთლებით. ჭარხლის მასისგან შექმენით ბურთულები და მოათავსეთ კერძზე. გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად სცადეთ ამ კერძის მომზადება.

გემრიელად მირთვით!