ლაზანია ყაბაყით და ფარშით

817

ზაფხხულს ძალიან უხდება ახალი ყაბაყი. ბოსტნეულისგან მომზადებული კერძი ყოველთვის ძალიან წვნიანი და არომატულია. ლაზანია ბოსტნეულით და ფარშით ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

ცხობილა – ძალიან მარტვი და სწრაფი გამოსავალია დამღლელი დღის შემდეგ.

ინგრედიენტები

  • ყაბაყი 2 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • პომიდორი 150გ
  • მარილი გემოვნებით
  • ყველი 200გ
  • საქონლის ფარში 500გ
  • მზესუმზირის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1,5 ცალი
  • მწვანილი გემოვნებით
  • შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • პომიდორი ჩერი გემოვნებით

მომზადება

1.დაჭერით ხახვი. გაასუფთავეთ ნიორი, დააქუცმაცეთ და შეწვით ზეთში. დაუმატეთ ხახვი და ერთად მოთუშეთ.

2.ხახვს დაუმატეთ ფარში და შეწვით საშუალო ცეცხლზე.

3.სანამ ხორცი ითუშება, ფირფიტბად დაჭერით ყაბაყი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და შეწვით მშრალ ტაფაზე.

4.წვრილად დაჭერით პომიდორი. დაუმატეთ ფარშს და მოამზადეთ რამდენიმე წუთი. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები და მწვანილი.

5.ავაწყოთ ცხობილა: პირველ ფენად მოათავსეთ ყაბაყი, შემდეგ ნახევარი ფარში, ისევ ყაბაყი და გახეხილი ყევლი. შემდეგ ისევ ფარში, ყაბაყი, ყველი. ზემოდან გადაანაწილეთ პომიდორი.

გემრიელად მიირთვით!