ლაზანია “ალფრედო” ქათმის ხორცით

შემწვარი, ნაზი ქათმის ხორცი არაჩვეულებრივად ეხამება ნაღების სოუსს, კლასიკური ლაზანიასთვის დამახასიათებელი პარმეზანისა და მოცარელას ტანდემი კი კერძს წვნიანსა და პიკანტურს ხდის. მოკლედ რომ ვთქვათ: თუ ეძებთ კერძს რომელიც თავისი დაუვიწყარი გემოთი ნებისმიერს გააოცებს და ყველას გულს დაიპყრობს, მაშინ ლაზანია “ალფრედო” სწორედ თქვენთვის არის ზედ გამოჭრილი!

ინგრედიენტები

  • ქათმის მკერდი – 4 ცალი
  • შავი პილპილი – 4 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი – 4 სუფრის კოვზი
  • ხახვი – 0.5 ცალი
  • პარმეზანი – 80 გრამი
  • ლაზანიის ლისტი – 10 ცალი (შეგიძლიათ თავად მოამზადოთ)
  • ბეკონი – 100 გრამი
  • მარილი – 4 ჩაის კოვზი
  • ნიორის ფქვილი – 4 ჩაის კოვზი
  • ნაღები – 300 მილიგრამი
  • ოხრახუში – 30 გრამი
  • მოცარელა – 200 გრამი

მომზადების წესი

1. მდუღარე წყალში ცოტაოდენი ზეთი ჩაასხით და მასში ლაზანიის ფენები მოათავსეთ. ხარშეთ თავდახურული.
2. ქათმის ფილე ორ ნაწილად გაჭერით. შეაზავეთ მარილით, პილპილით, ნიორის ფხვნილით და ზეთში შეწვით.
3. დაჭყლიტეთ ნიორი და მოათვასეთ ტაფაზე რომელზეც ქათამი შეიწვა. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და მოურიეთ. დაასხით ნაღები, ცოტაოდენი დროის გასვლის შმედეგ კი გახეხილი პარმეზანი და დაჭრილი ოხრახუშის ნაწილიც მოაყარეთ. სოუსი შესქელებამდე ამზადეთ.
4. სოუსის ნაწილი ფორმაში მოათავსეთ და თანაბრად გაანაწილეთ. დაადეთ ლაზანიის ფენებიდ ა სოუსი წაუსვით. შემდეგ ქათმის მკერდი დაალაგეთ, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა. შემდეგ დაალაგეთ დაჭრილი ბეკონი და დაჭრილი ოხრახუში.

5. შემდეგ ისევ ლაზანიის ფენები გადააფარეთ, წაუსვით სოუსი, დაადეთ ქათმის მკერდი, ბეკონი, ოხრახუში, პარმეზანი და მოცარელა. აცხვეთ 180 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში.

ყველა ვინც ამ კერძს გასინჯავს, თქვენთვის კომპლიმენტებს არ დაიშურებს! აუცილებლად გამოყავით დრო ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი