კრაბის სალათი, რომელმაც აჯობა მის კლასიკურ რეცეპტს

1520

ყველა დიასახლისს თავისი გემოვნება აქვს, როგორც დიზაინის ასევე გემოების. მე არ მიყვარს ჯამში ჩაყრილი სალათი, ასეთ საკითხებში ძალიან წიკიანი ვარ. აუცილებელია, რომ ჩემი მომზადებული სალათი თავს იწონებდეს განსხვავებულ თეფშზე დეკორთან ერთად. ამიტომაც მე არ ვამზადებს კლასიკურ კრაბის სალათს. მისი ჩანაცვლება კრაბის ჩხირების და ანანასის სალათით შევძელი. პლიუს ორიგინალური პრეზენტაცია.

ინგრედიენტები

  • 1 შეკვრა კრაბის ჩხირები
  • კონსერვირებული ანანასის 6 რგოლი
  • 1 ქილა სიმინდი
  • 4 კვერცხი
  • მაიონეზი

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი. ცილა გახეხეთ წვრილად.

2.ცალკე ჯამში დააქუცმაცეთ კვერცხის გული.

3.ინგრედიეტები შეგიძლიათ დაჭრათ თქვენი გემოვნებით.

4.დაჭერით ანანასი კუბიკებად. გაწურეთ სიმინდი.

5.ახლა კი დროა ავაწყოთ სალათი. ფენების განლაგება: გახეხილი კრაბის ჩხირები, დაჭრილი ანანასი, გახეხილი კვერცხის გული, სიმინდი, ცილა, ყველი.

6.ფენებს შორის წაუვსით მაიონეზი.

გემრიელად მიირთვით!