ამ ხრიკის მეშვეობით ყველაზე მაგარი ხორციც კი ბატკნის ხორცის მსგავსად დარბილდება

2196

თუ მაგარი ხორცი შეგხვდათ ნუ დაღონდებთ, მისი დარბილება ძალიან ადვილად არის შესაძლებელი. ამისათვის უამრავი ხერხი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კი მხოლოდ ხორცის ნაჭერსა და მარილს საჭიროებს.

როგორ დავარბილოთ ხორცი

იმისათვის, რომ ამ ხერხის ეფექტურობა გვაჩვენოს, პროფესიონალმა მზარეულმა ჯეკ სკალფანიმ მაგარი ხორცი შეიძინა. კულინარი ირწმუნება, რომ მას მინიონის ფილესავით დაარბილებს.

მოათავსეთ ხორცი მშრალ, სუფთა საცხობ ფორმაზე.

კარგად წაუსვით ზღვის ან სხვა მსხვილი მარილი. ახლა გადადეთ გვერდზე. მზარეული გვირჩევს, ხორცის ყოველ 2,5 სანტიმეტრს 1 საათი დავუთმოთ. ესე იგი, თუ ხორცის ნაჭრის სისქე 7,5 სანტიმეტრია, 3 საათი დაგჭირდებათ.

მარილი ზედმეტ სითხეს შეიწოვს დამარინადებისას, რის გამოც ხორცი ნაზი ხდება.

დადგა დრო, მოვაცილოთ მარილი. კარგად გარეცხეთ ხორცის ნაჭერი.

გსურთ იხილოთ მტკიცებულება? ჯეკს დამარინადებული ხორცი უჭირავს, გვერდზე კი იგივე ხორცია მარილის პროცედურის ჩატარების გარეშე. განსხვავება აშკარაა.

დადგა დრო, მოვამზადოთ ხორცი. და არ აქვს მნიშვნელობა, რა სუნელებს გამოვიყენებთ, ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი, ცვრიანი და ნაზი გამოვა.

ხდება ასეც, რომ იძენ შესანიშნავი გარეგნობის ხორცს, შეწვის მერე კი მისი გემო და იერი ფეხსაცმლის ლანჩს ემსგავსება. ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ ეს ხერხი. ასეთი სასარგებლო ლაიფჰაკი აუცილებლად გამოგადგებათ!