კეჟერა მხალი – იდეალური კერძი სამარხვო სუფრისთვის

0
447

კეჟერა მხალი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული. მას აჭარაში შავ მხალს უწოდებენ. სამეგრელოში მისი ბოლქვებისა და ფოთლებისგან ამზადებენ მწნილს და ხშირად ჭარხალს ან ფერა-ფერას უმატებენ, რომ გაწითლდეს.

ინგრედიენტები:

  • 500 გ მხლის დამწნილებული ფოთლები
  • 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  •  2 თავი ხახვი
  • 1 კონა აყვავებული ქინძი
  • 5 კბილი დანაყილი ნიორი
  • მარილი
  • მწვანე წიწაკა
  • ძმარი

მომზადების წესი:

მხალი წვრილად დავჭრათ. ერთად ავურიოთ წვრილად დაკეპილი ხახვი, ნიორი, წიწაკა, მარილი, ნიგოზი და ძმარი, შემდეგ კი შევურიოთ მხალს. თუ მწნილს გამოვიყენებთ, ძმარი ნაკლები დასჭრიდება, ხოლო თუ მხოლოდ მოხარშულ მხალს მოვამზადებთ – მეტი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი