კარტოფილის ხვეულას მარტივი, ზუსტი რეცეპტი

506

ერთი შეხედვით მარტივი ინგრედიენტებისგან მომზადებული კარტოფილის ხვეულა წარმოუდგენლად გემრიელია.

ცომის ინგრედიენტები:

  • 200 გრ კარტოფილი
  • 100 გრ ფქვილი (დამოკიდებულია კარტოფილზე, თუ წყლიანი უფრო მეტი ფქვილი)
  • მარილი
  • 3 ს/კ გახეხილი ყველი „პარმეზანი“

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • ყველი

ცალკე:

  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

  1. კარტოფილი მომზადებამდე მოხარშეთ.
  2. ამის შემდეგ მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
  3. პარმეზანი, მარილი და ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ, რომელიც ხელზე არ მოგეკვრებათ.
  4. ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომი მრგვალად გააბრტყელეთ და სექტორებად დაჭერით.
  5. ცომის კუთხეში ცოტა ყველი მოათავსეთ და ხვეულა დაახვიეთ.
  6. ღრმა ტაფაში ზეთი ჩაასხით და გააცხელეთ.
  7. ხვეულები ცხელ ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.
  8. მზა ხვეულები ქაღალდის პირსახოცზე დააწყვეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ.
  9. გემრიელად მიირთვით!