კარტოფილის რულეტი „ალუპატრი“: სამარხვო წასახემსებელი ხორციანზე გემრიელია

0
199

თუ ინდურ სამზარეულოს ჯერ კიდევ არ იცნობთ, ახლა ამის დროა. „გასტრონომია“ სიამოვნებით გაგაცნობთ უჩვეულოდ გემრიელ კარტოფილის რულეტის რეცეპტს. როგორც ვედური სამზარეულოს კერძების უმეტესობა, ალუპატრი – ვეგეტარიანული კერძია.

სანელებლების თაიგული ჩვეული კარტოფილის შიგთავსს ზღაპრული არომატის მქონე უჩვეულოდ გემრიელ შიგთავსად აქცევს. კიდევ ერთი სანელებლის, კურკუმას დამატებით ცომი მადის აღმძვრელ ოქროსფერ შეფერილობას იძენს.

კარტოფილის რულეტი აპულატრი

ცომის ინგრედიენტები:

  • 100 მლ წყალი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 200 გრ ფქვილი
  • 1 ს/კ მცენარეული ზეთი
  • მწიკვი დაფქული კურკუმა სურვილის მიხედვით (ფერისთვის)

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 4 საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1,5 ჩ/კ მარილი
  • პატარა კონა ნებისმიერი მწვანილი (ოხრახუში, კამა, ქინძი, რეჰანი)
  • ¼ ჩ/კ კარი
  • 1/6 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • 1,5 ჩ/კ სეზამის თესლი

მომზადება:

1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ და მოხარშეთ, გააგრილეთ. როცა გაგრილდება, გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ. დაქუცმაცებული მწვანილი, სეზამი, მარილი, შაქარი და სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ. შიგთავსი მზადაა!

2. ფქვილი, კურკუმა, მარილი, წყალი და ზეთი აურიეთ. ელასტიკური ცომი მოზილეთ, გადააფარეთ და 30 წუთით გააჩერეთ.

3. ცომი 3-4 მმ სისქის თხელ ფირფიტად გააბრტყელეთ. გაგრილებული შიგთავსი დაუმატეთ, ხელისგულით გაათანაბრეთ. რულეტი დაახვიეთ.

4. რულეტი 1,5-2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით და ფქვილ მოყრილ ზედაპირზე მოათავსეთ.

5. ტაფაზე 1-2 ს/კ მცენარეული ზეთი შეწვით და რულეტები ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.


მოკლე დროში მთელი რიგი გემრიელი და ნოყიერი წასახემსებელი მზად იქნება. ალუპატრი შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ როგორც ბოსტნეულის ან პირველი კერძის წასახემსებელი, თუმცა მათ გარეშეც წამებში გაქრება!

ეს ინდური რეცეპტი თქვენი მეგობრების ყურადღებას იმსახურებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი