დამწნილებული კიტრი “ბავშვურად” – გემრიელი და ხრაშუნა

1206

ხრაშუნა კიტრი, რომელიც ყოველთვის გამოდის!

რეცეპტი, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ინგრედიენტები

გათვლილია 3ლ ქილაზე

  • მარილი 2 სუფრის კოვზი
  • შაქარი 5 სუფრის კოვზი
  • ლიმონის მჟავა 1,5 ჩაის კოვზი
  • კიტრი
  • მოცხარის ფოთლები, კამა, დაფნის ფოთოლი, შავი ბარდა, პირშუშა.
  • ნიორი

მომზადება

  1. ქილის ძირას მოთავსეთ პირშუშა, მოცხარის ფოთოლი (2 ცალი) და კამა.
  2. შემდეგ, 2 კბილი ნიორი, შავი წიწაკა (2-3 მარცვალი), დაფნის ფოთოლი.
  3. მჭიდროდ ამოავსეთ ქილა კიტრით და ჩაასხით ცხელი წყალი.
  4. დატოვეთ 10 წუთი, ამ დროის შემდეგ გადაასხით წყალი.
  5. ისევ ჩაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 10-15 წუთი.
  6. გაგრილებული წყალი ჩაასხით ქვაბში და გამოიყენეთ მარინადის მოსამზადებლად.
  7. ქვაბში მოათავსეთ: მარილი, შაქარი, ლიმონის მჟავა.
  8. როცა მარინადი წამოდუღდება ჩაასხით ქილებში.
  9. მოზუფეთ ქილები და თბილად შეფუთეთ.

გემრიელად მიირთვით!