დაბალკალორიული, მსუბუქი და სწრაფი: თინუსის მრავალფენოვანი სალათი

0
146

სითბო და ზაფხული რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო გიჩნდება სურვილი, მიიღო მეტი ხილი, ბოსტნეული და ვიტამინი. მძიმე კერძები და სალათები ზამთარს დავუტოვოთ, დადგა დრო მსუბუქი საგაზაფხულო კერძებისა!

დღეს ჩვენ თინუსის მრავალფენოვანი სალათის რეცეპტს შემოგთავაზებთ, რომლის მომზადებაც ძალიან ადვილია – მინიმალური რაოდენობის პროდუქტი და დრო დაგჭირდებათ. შედეგად კი დაბალკალორიულ, მსუბუქ და გემრიელ კერძს მიიღებთ!

ინგრედიენტები

  • 250 გრ დაკონსერვებული თინუსი
  • 2 ც პომიდორი
  • 1 ც კიტრი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც კვერცხი
  • 100 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 100 გრ ბარდა
  • 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 კბ ნიორი
  • 10 ც ზეთისხილი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ბულგარული წიწაკა, პომიდორი, კიტრი და დაჭერით კუბებად.
  2. გაჭერით შუაზე ნივრის კბილი და წაუსვით ღრმა სასალათეს. ჩაყარეთ დაჭრილი ბოსტნეული, დაუმატეთ 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი და მოურიეთ. ბოსტნეული ნაზავი მოათავსეთ სასალათეებში ულუფებად.
  3. მოაცილეთ სითხე თინუსს, სიმინდსა და ბარდას. თევზი მოათავსეთ ბოსტნეულზე. მოაყარეთ სიმინდი, შემდეგ ბარდა. კოვზით ფრთხილად გაათანაბრეთ ფენები, მოასხით დარჩენილი ზეთი.
  4. მორთეთ სალათი ზეთისხილით, 4-ად დაჭრილი კვერცხით და მწვანილით სურვილისამებრ.

ასეთი სალათი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მშვენება გახდება, სტუმრები სათანადოდ შეაფასებენ მის განუმეორებელ გემოს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი