განსხვავებულად არომატული და გემრიელი ბადრიჯნის კატლეტები

556

დღეს ჩვენ უგემრიელს ბადრიჯნის კატლეტებს მოვამზადებთ. ეს კერძი მთელს ოჯახს ეყოფა.

ინგრედიენტები

  • 2 ბადრიჯანი
  • 1-2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი, რომელსაც არ სჭირდება მოხარშვა
  • 2 ხახვი
  • მარილი
  • კამა
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 4 სუფრის კოვზი საფანელი
  • 100მლ მცენარეული ზეთი

მომზადება

1.პირველ რიგში გაასუფთავეთ ბადრიჯანი, გათალეთ და მოაშორეთ თესლი. გახეხეთ მსხვილად, მოაყარეთ მარილი და დაელდოეთ 15 წუთი.

2.წვრილად დაჭერით კამა და ხახვი. გამწურეთ ბადრიჯანი და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ კამა და ხახვი.

3.დაუმატეთ წიწაკა, კვერცხი, შვრიის ფანტელი. დაელოდეთ 20 წუთი. არ დაგავიწყდეთ ნივრის დამატება.

4.მიეცით კატლეტების ფორმა და ამოავლეთ საფანელში.

5.ცხელ ტაფაზე შეწვით ორივე მხრიდან.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

ეს კატლეტები ძალიან უხდება კარტოფილის პიურეს და ფაფებს.

გემრიელად მიირთვით!